მთავარიევროპაესპანეთი„სხვა მიკონოსი“ - ბერძნულ კუნძულზე ტრადიციულ მეურნეობას მიჰყვებიან

„სხვა მიკონოსი“ – ბერძნულ კუნძულზე ტრადიციულ მეურნეობას მიჰყვებიან

საბერძნეთის კუნძული მიკონოსი ღამის ცხოვრებითა და ძვირადღირებული სასტუმროებით არის ცნობილი.

თუმცა, აქაურები მხოლოდ ტურიზმის სექტორში არ არიან დასაქმებული. ადგილობრივები ტრადიციულ მეურნეობასაც მიჰყვებიან, მათ შორის თევზჭერასა და საქონლის მოვლა-პატრონობას.

საბერძნეთის კუნძულ მიკონოსის ძველ ნავსადგურში მეთევზეები დილაადრიან მოდიან. აქ მათ მიერ ახლად დაჭერილ თევზს მოსახლეობა და ადგილობრივი რესტორნების წარმომადგენლები ყიდულობენ. მეთევზე ილიას ეგინიტისი ერთსა და იმავე მარშრუტს უკვე 40 წელია გადის. მისი თქმით, ბოლო დროს მდგომარეობა გართულდა, რადგან მაღალი მოთხოვნის დაკმაყოფილება მათ აღარ შეუძლიათ.

 

„სავარაუდოდ, თევზს სხვა ადგილებიდანაც შემოიტანენ. იმდენი მომხმარებელია, რომ ჩვენი თევზი მათ არ ჰყოფნით. მაგრამ არა უშავს, სამაგიეროდ ჩვენი პროდუქტი უკეთესია. ჩვენ თევზს ყინულში არ ვინახავთ. ჩვენ მათ მაშინვე ვყიდით. სულ ახალი თევზის შოვნა კი მარტივი არაა“, – ყვება მეთევზე ილიას ეგინიტისი.

კუნძულზე ყველსაც აწარმოებენ. თეოდოროს კუკასმა საოჯახო ბიზნესი 2010 წელს გადაიბარა.

მიკონოსის მოსახლეობას იგი რძითა და ყველით ამარაგებს. თეოდოროსს თავის ქარხანაში დამზადებული ტრადიციული ყველი გასაყიდად საბერძნეთის სხვა კუთხეებშიც გააქვს. მისი ოჯახი კუნძულზე ყველაზე დიდი რაოდენობის მსხვილფეხა საქონელს ფლობს.

„საქონლის საკვების ნაწილს ჩვენ თვითონ ვამზადებთ, თუმცა დიდი ნაწილი გარედან შემოგვაქვს. ეს ჩვენს ხარჯებს ზრდის. თუმცა მიკონოსი ტურისტული ადგილია და ეს ფაქტი ჩვენ ხელს გვიწყობს. ჩვენ ადგილობრივი მარკეტებისა და სასტუმროების მფლობელებიც გვეხმარებიან. მათ ესმით, რომ ჩვენ მაღალი დონის პროდუქტს ვამზადებთ“, –  ამბობს ფერმერი თეოდოროს კუკასი.

ეს ყველაზე დიდი რძის ფერმაა კიკლადების არქიპელაგში. მიკონოსი ცნობილია ღამის ცხოვრებითა და ძვირადღირებული სასტუმროებით. მიუხედავად ამისა, ახალგაზრდების ნაწილმა საოჯახო ტრადიციის გაგრძელება და ფერმის ამუშავება გადაწყვიტა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend