მთავარიევროპაესპანეთიმსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია 25 სტარტაპს განვითარებაში დაეხმარება

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია 25 სტარტაპს განვითარებაში დაეხმარება

კოვიდის შემდგომ პერიოდში ტურიზმის აღდგენისა და განვითარებისთვის უფრო მეტი ინოვაციური იდეა ჩნდება. მაგალითად: გვატემალაში ღარიბი თემების დახმარება ან ეკოლოგიის გაუმჯობესება.

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წარმომადგენლის განცხადებით, ტურიზმის სექტორის აღდგენა მათი მთავარი მიზანია.

სამშაბათს მადრიდის შეხვედრაზე 138 ქვეყნიდან წარმოდგენილი 100,000 მონაწილიდან მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ 25 სტარტაპი აარჩია.

ყველა სტარტაპი ცდილობს გაეროს მდგრადი განვითარების მიზანს მიაღწიონ.

„ეტნიკა“ გუატემალიდან ერთ-ერთი ასეთი სტარტაპია, რომელიც ტურიზმის მეშვეობით სამუშაო ადგილებს სოფლებში ქმნის, რაც ტურისტებისთვის უნიკალური გამოცდილებაა.


სტარტაპ „ეტნიკას“ დირექტორი პაბლო მარტინესი მიიჩნევს, რომ როდესაც ტურისტი მრავალფეროვან კულტურულ გამოცდილებას იღებს, მაშინ მყარდება ნამდვილი ურთიერთობა.

“ხალხი არა მარტო ერთმანეთს იცნობს უკეთ, არამედ იქმნება ერთგვარი სამეგობრო წრე და ოჯახი, რადგან გვატემალა ძალიან თბილი ქვეყანაა“, –  ამბობს სტარტაპის დირექტორი.

ბრაზილიური სტარტაპი „სისტერვეივი“, ტურიზმში არსებულ გენდერულ უთანასწორობას ებრძვის. ქალთა 72% მარტო მოგზაურობისას თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს.

სტარტაპი „სისტერსვეივის“ წარმომადგენლის ჯურასა პელიკანოს თქმით სტარტაპის პლატფორმა მოგზაურ ქალებს ადგილობრივებთან და სხვა მოგზაურ ქალებთან აკავშირებს.

“ტექნოლოგიის გამოყენებითა და ქალთა თანადგომით ვცდილობთ, გენდერული თანასწორობა გავაძლიეროთ და საზოგადოებაზე გავლენა მოვახდინოთ“, –  თქვა ჯურასა პელიკანომ “ევრონიუსთან” საუბარში.

ესპანეთი 3.5 მეათედ მილიონ ევროს ინვესტიციას ტურიზმის სექტორის გაციფრულებაში, მდგრად განვითარებასა და დივერსიფიკაციაში დებს.

ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის მიზანი ამ ფასეულობების გამყარებაა.

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის კომუნიკაციის დირექტორი მარსელო რიჩის განცხადებით ტურიზმისა და საერთოდ ეკონომიკის აღდგენა ინოვაციაზე, მდგრად განვითარებასა და განათლებაზე უნდა იყოს დაფუძნებული.

“ამ ყველაფერს კი ნდობა სჭირდება. ნდობა ახალი ვალუტაა და ის ძალიან ძლიერია, რადგან ტურიზმის განვითარებისთვის ურთიერთობა აუცილებელია. ნდობა უმნიშვნელოვანესია“, – ამბობს მარსელო რიჩი. 

ინოვაცია და აღდგენა – ამ ორ სიტყვას ყველაზე ხშირად იმეორებდნენ შეხვედრაზე.

ეს საკითხები ასევე მნიშვნელოვანი იქნება საერთაშორისო ტურიზმის სავაჭრო ბაზრის შეხვედრაზეც, რომელიც ასევე მადრიდში იმართება.

პანდემიის შემდეგ ეს პირველი ბაზრობა იქნება, რომელიც დისტანციურად არ გაიმართება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend