მთავარიმსოფლიოჯანმოს შეფასებით ვაქცინების განაწილების პროცესი შეფერხებით მიმდინარეობს

ჯანმოს შეფასებით ვაქცინების განაწილების პროცესი შეფერხებით მიმდინარეობს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის განცხადებით, ”კოვაქს” პლატფორმიდან ვაქცინების განაწილების პროცესი შეფერხებით მიმდინარეობს.

მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებზე მოთხოვნა ძალიან მაღალია, საშუალო და დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებს კი  ვაქცინის დოზებზე ნაკლები წვდომა აქვთ.

ჯანმო ფარმაცევტული კომპანია ,,ფაიზერის” წარმომადგენლებს მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე გახდეს ხელმისაწვდომი ვაქცინის უფრო მეტი დოზა.

,,ფაიზერის“ მწარმოებლები ვალდებული არიან, ვაქცინის 40 მილიონი დოზა წელს „კოვაქს“ პროგრამით უზრუნველყონ. თუმცა ეს შესაძლებელი 2021 წლის მეორე ნახევარში იქნება. მაგრამ ჩვენ ახლა გვჭირდება ვაქცინის  უფრო მეტი დოზა და მე მოვუწოდებ მათ, რაც შეიძლება მალე იყოს ხელმისაწვდომი“, – განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა, ედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend