მთავარიკუბიბელარუსში საინფორმაციო სააგენტო TUT.BY-ს ვებსაიტი დაბლოკეს

ბელარუსში საინფორმაციო სააგენტო TUT.BY-ს ვებსაიტი დაბლოკეს

რეიდების სერიის შემდეგ ბელარუსში დამოუკიდებელი საინფორმაციო სააგენტო TUT.BY-ს ვებსაიტი დაბლოკეს.

სააგენტოს რედაქტორი მარინა ზოლოტოვას განცხადებით, სახელმწიფო სამსახურებმა ოფისის გარდა მისი და სხვა ჟურნალისტების სახლებიც გაჩხრიკეს.

ბელარუსის რესპუბლიკის ინფორმაციის სამინისტროს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მათ ვებსაიტი გენერალური პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე დაბლოკეს.

„გენერალური პროკურატურამ დაადგინა კანონის დარღვევის მრავალი ფაქტი, რომელიც უკავშირდება TUT.BY-ს ვებსაიტზე გავრცელებულ პუბლიკაციებში აკრძალული ინფორმაციის გამოქვეყნებას“, — ვკითხულობთ განცხადებაში.

[br]ვებსაიტ TUT.BY-ს დღეში 20 მილიონი ადამიანი სტუმრობდა, სააგენტო დეტალურად აშუქებდა ბელარუსში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებულ აქციებს.

„დღეს ჩვენ დამოუკიდებელი მედიის, TUT.BY-ს გამიზნული განადგურების მომსწრენი ვართ“, — წერს ბელარუსი ოპოზიციონერი სვეტლანა ციხანოვსკაია.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend