მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფოვინჩკომბის მეტორიტი ლონდონის მუზეუმში

ვინჩკომბის მეტორიტი ლონდონის მუზეუმში

ლონდონის ბუნების ისტორიის მუზეუმში დამთვალიერებლებს შეუძლიათ 4.5 მილიარდი წლის მეტეორის ნატეხი ნახონ.

მეტეორიტს ვინჩკომბის მეტეორიტსაც უწოდებენ, იმ პატარა ინგლისური ქალაქის პატივსაცემად, რომელშიც ის თებერვალში ჩამოვარდა.

მეტეორიტის ჩამოვარდნა სპეციალური კამერებით არის გადაღებული.

“მახსოვს, მაშინ ჩაკეტილი ვიყავით, არსად გასვლა არ შემეძლო. იმ საღამოს არაფერს ვაკეთებდი, სახლში ვიყავი, უცბად  რაღაც ვიგრძენი. მაშინ ღია მქონდა ფანჯარა და მეტეორიტის ჩამოვარდნის  მოწმე გავხდი”, – იხსენებს თვითმხილველი ჰანა ვილქოქი.

მეცნიერები ამბობენ, რომ ეს მეტეორიტი წარმოუდგენლად იშვიათია – იგი შეიცავს ორგანულ ნივთიერებებსა და ამინომჟავებს.

 

იგი შედგება ისეთი ნივთიერებისგან, როგორიცაა წყლის შემცველი მინერალები.

“ვვარაუდობთ, რომ მისი 4.5 მილიარდ წლიანი ისტორიის გარკვეულ ეტაპზე იგი წყლის ზემოქმედებას განიცდიდა. და სადაც წყალია, იქ არის სიცოცხლეც. ასე რომ, ჩვენ გვაინტერესებს წყლის არსებობა  მზის სისტემაში. ამ მეტეორიტმა შეიძლება უპასუხოს ზოგიერთ კითხვას, მაგალითად, კიდევ  სად იყო წყალი, საიდან მოვიდა იგი”, – ამბობს მუზეუმის კურატორი ჰელენა ბაითსი.

5-თვიანი ჩაკეტვის შემდეგ ლონდონის ბუნების ისტორიის მუზეუმი დამთვალიერებლებს ორშაბათს კვლავ მიიღებს.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ამდენი ხნით მუზეუმი დაკეტილი არ ყოფილა. ორშაბათიდან კი დაინტერესებულ პირებს „ვინჩკომბის მეტეორიტის“ ხილვის შესაძლებლობა ექნებათ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend