მთავარისაქართველოსაარჩევნო რეფორმის საბოლოო ვარიანტს დღეს განიხილავენ

საარჩევნო რეფორმის საბოლოო ვარიანტს დღეს განიხილავენ

დღეს, 17 მაისს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები საარჩევნო რეფორმის საბოლოო ვარიანტზე უნდა შეთანხმდნენ.

შეხვედრას პარლამენტში შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი პარტიები დაესწრებიან.

არის საკითხები, რომლებზეც პოზიციები ორად იყოფა. ერთ-ერთი ასეთი საკითხია: უნდა ჰქონდეს თუ არა ცესკოს თავმჯდომარეს პირველი მოადგილის სტატუსი.

ეს დოკუმენტში გაწერილი არ არის. მიშელის შეთანხმებაში მხოლოდ ის წერია, რომ ცესკოს მოადგილე ოპოზიციის კვოტით უნდა დაინიშნოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend