მთავარისაქართველო"გლოვოს" თანამშრომლები კომპანიისგან კომპრომისულ წინადადებას ელოდებიან

“გლოვოს” თანამშრომლები კომპანიისგან კომპრომისულ წინადადებას ელოდებიან

მოქალაქეები “გლოვოს” გამოყენებას ვერც დღეს შეძლებენ.

კურიერები გაფიცულები არიან. მიზეზი შეცვლილი ანაზღაურებაა. ისინი მუშაობის დღემდე არსებული სისტემით გაგრძელებას ითხოვენ.

პროტესტის გამოთქმიდან მალევე “გლოვოს” კურიერებს კომპანიამ ხელშეკრულება შეუწყვიტა და ღამის საათებში გადაადგილების უფლება შეუზღუდა.

მიუხედავად ამისა, აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი კომპანიისგან კომპრომისულ წინადადებას ელოდებიან და პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.

გაფიცულია გლოვოს დაახლოებით 1000 თანამშრომელი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend