მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფოგიბრალტარის მოსახლეობის დიდი ნაწილი ვაქცინირებულია

გიბრალტარის მოსახლეობის დიდი ნაწილი ვაქცინირებულია

გიბრალტარში ყოფნისას თავი შეიძლება სხვა სამყაროში გეგონოთ.

ბრიტანეთის კოლონიაში პირბადის ტარება სავალდებულო არაა, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი ვაქცინირებულია.

აცრა უცხოეთიდან შემოსულ გიბრალტარის ათი ათას მუშაკსაც ჩაუტარდა.

 
გიბრალტარში აუცრელები მხოლოდ ის ადამიანები დარჩნენ, რომელთაც ვაქცინის გაკეთება არ სურთ.

მთავრობის განცხადებით, მოსახლეობის დიდი ნაწილი ვაქცინირებულია.

„ბოლო 5 კვირის განმავლობაში გიბრალტარში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. ამჟამად კლინიკებში კოვიდით დაინფიცირებული არავინაა“, – აცხადებს გიბრალტარის ვიცე-პრემიერი ჯოზეფ გარსია.

რესტორანში ადამიანების რაოდენობაც აღარ არის შეზღუდული. პირბადის ტარება მხოლოდ საჯარო ტრანსპორტში, მაღაზიებსა და საავადმყოფოებში არის სავალდებულო. შეზღუდვების მოხსნამ დადებითად იმოქმედა ადგილობრივ ბიზნესზე.

„ჯერჯერობით მხოლოდ ადგილობრივებს ვემსახურებით. ყველაზე მეტად გვჭირდება, რომ ტურისტები დაბრუნდნენ“,- ამბობს მაღაზიის კონსულტანტი გორო ცრა.

ესპანეთში რეგიონებს შორის გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა, რის შედეგადაც გიბრალტარში ტურისტებმა შემოსვლა დაიწყეს.

„აქაურობა სამოთხეა, ბელგიასთან შედარებით. ასეთი მდგომარეობა ბელგიაში შარშანდელი წლის მარტში იყო“, – ამბობს ბელგიელი ტურისტი პიტერ ვან დერ პლაცი.

დიდმა ბრიტანეთმა გიბრალტარი მწვანე ზონად გამოაცხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ გიბრალტარიდან მომავალ მგზავრებს იზოლაციაში გადასვლა აღარ მოეთხოვებათ. შედეგად გიბრალტარში სასტუმროების ჯავშნების რაოდენობა გაიზარდა.

„ჯავშნების რაოდენობა გაზრდილია. ვფიქრობ, ამ ზაფხულს ჩვენი სასტუმრო გადავსებული იქნება“, – ამბობს სასტუმროს დირექტორი მარკ სკროვცი.

გიბრალტარის მაგალითი აჩვენებს იმას, რომ ვაქცინაცია პანდემიის დამარცხების ყველაზე ეფექტიანი გზაა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend