მთავარისპორტიალისონის გოლი და "ლივერპულის" გამარჯვება

ალისონის გოლი და “ლივერპულის” გამარჯვება

ინგლისის პრემიერლიგის 36-ე ტურში “ვესტ ბრომვიჩმა” “ლივერპულს” უმასპინძლა. შეხვედრა “მერსისაიდელთა” გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.

პირველი გოლი მეთხუთმეტე წუთზე გავიდა.

სემ ელერდაისის გუნდი მეთხუთმეტე წუთზე ჰალ რობსონ-კანუმ დააწინაურა. წონასწორობა მოჰამედ სალაჰმა 33-ე წუთზე აღადგინა.

“ლივერპული” ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის და ამ შეხვედრაში გუნდს გამარჯვება სჭირდებოდა. ამიტომაც მატჩის მიწურულს, კუთხურის დროს “ვეტ ბრომვიჩის” საჯარიმოში “ლივერპულის” მეკარე, ალისონიც ჩავიდა.

სწორედ მან მოუტანა იურგენ კლოპის გუნდს გამარჯვება და გახდა პრემიერლიგის ისტორიაში პირველი მეკარე, რომელმაც გოლი თავური დარტყმით გაიტანა.

გამარჯვების შედეგად “ლივერპულს” ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების რეალური შანსი გაუჩნდა.

“ბარნლისა” და “კრისტალ პალასის” დამარცხების შემთხვევაში “წითლები” ჩემპიონთა ლიგაზე მომდევნო სეზონშიც ითამაშებენ.

გიორგი სანაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend