მთავარიაზიაისრაელიღაზის სექტორს ლტოლვილები ტოვებენ

ღაზის სექტორს ლტოლვილები ტოვებენ

ღაზის სექტორის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაწილებიდან ადგილობრივი მოსახლეობა გარბის.

მშვიდობიანი მოსახლეობა თავშესაფარს ქალაქში ეძებს.

ისრაელის არმია კი უკვე ჩრდილოეთ ღაზას ბომბავს. ფრონტის ხაზი კი დასახლებულ პუნქტებს უახლოვდება.

“ჩვენ გაქცევას ღამით ვაპირებდით, მაგრამ ისრაელის არმიის სამხედრო დრონების შეგვეშინდა. დღისით უფრო უსაფრთხო იყო მოძრაობა და ჩვენ მაშინვე სკოლებისკენ გავემართეთ. ბავშვები ტიროდნენ, მათ წასვლა უნდოდათ, ჩვენ კი ვკანკალებდით. როდესაც გავიღვიძეთ, გარშემო ყველაფერი განადგურებული იყო”, – ყვება ლტოლვილი ჰედეია მაურუფი.

ისრაელის არმიის მიზანი ამ ეტაპზე, ღაზის სექტორში მდებარე ჰამასის მიწისქვეშა სამხედრო ინფრასტრუქტურის მოსპობაა.

ისრაელის არმიის შეტევის ფონზე კი ლტოლვილები ყველა საშუალების გამოყენებით კონფლიქტის ზონიდან თავის დაღწევას ცდილობენ.

მამაკაცები ტვირთს ეზიდებიან, ქალები კი ბავშვებს.

“ჩვენ არავინ გაგვაფრთხილა. ლოცვა დავიწყეთ და ვგრძნობდით მთელი შენობა როგორ ირხეოდა, გარეთ გასვლა კი არ შეგვეძლო. სასწრაფო დახმარების სამსახური გამოვიძახეთ, მაგრამ უშედეგოდ. მდგომარეობა საკმაოდ რთულია, აქაურობას ყველა ტოვებს”, – ამბობს ლტოლვილი, აჰმედ აბასი.

ისრაელის არმიამ საზღვართან შენაერთების გადასროლა დაასრულა.

მობილიზებულია 9 ათასამდე რეზერვისტი.

ჰამასის სამხედრო ნაწილებმა ისრაელის ქალაქების მიმართულებით 2 ათასამდე რაკეტა გაისროლეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა კი 600 – ზე მეტი საჰაერო იერიში მიიტანეს მოწინააღმდეგის პოზიციებზე.

პალესტინური მხარის წარმომადგენელთა მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მათ მხარეს 119 ადამიანი დაიღუპა, 900 მდე კი დაიჭრა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend