მთავარიგადაცემებიგემოდუბაის სტეიკის ბუტიკი

დუბაის სტეიკის ბუტიკი

დუბაიში მსფლიოში პირველი სტეიკის ხორცის მშრალად დაძველების ბუტიკი გაიხსნა. ბუტიკი, რომელიც სტეიკის ხორცის მშრალად დაძველების ოსტატმა მირკო ბიუტლერმა გახსნა, რომელსაც კვების ინდსუტრიაში 12 წლიანი გამოცდილება აქვს.

მირკო განმარტავას, რომ მისი ბუტიკი უახლესი ტექნოლოგიითა აღჭურვილი და ჩვეულებრივი ხორცის მაღაზიისგან სრულიად განსხვავებულ კონცეფციას სთავზობს მომხმარებელს. ბუტიკში ტრადიციული დაძველებული საქონლის ხორცის გვერდით წარმოდგენილია მრავალი სხვა სახეობაც, მათ შორის ირმის, ბატკნის, იხვისა და აქლემის ხორცი, რომელთა დაძველების ვადა 28-დან 100 დღე და მეტიცაა. მაცივრს, სადაც ხორცი შრება და ძველდება, მირკო „ლაბორატორიას“ უწოდებს. აქ ტემპერატურა მინუს 16-17 გრადუსი ცელსიუსია და ტენიანობა 86 პროცენტი.


მან „ევრონიუსს“ დეტალურად აღუწერა სტეიკის ხორცის დაძველების პროცესი.

მირკო ბიუტლერი, „მშრალად დაძველების ოსტატი“:

„ეს არ არის ჩვეულებრივი მაცივარი, ეს ლაბორატორიაა. ხორცის დაძველების პირველი 14 დღის განმავლობაში ხორცის ქსოვილი იშლება, რადგან კუნთის 70 პროცენტი წყალია. ამიტომ პროდუქტი კარგავს წყალს  იკუმშება და თან ნაზდება.“

მირკომ ბუტიკის შუა პანდემიის დროს გახსნა. იგი ამბობს, რომ მართალია სარესტორნე ბიზნესი რეალურადცდახურული იყო, მაგრამ მოთხოვნა არ გამქრალა.

„ამ დროს რესტორნები და სტეიკის სახლები დახურული იყო. მაგრამ მომხმარებლის მოთხოვნა, გურმანების და ა.შ  იგივეა. მათ სურთ სტეიკის სახლის ხარისხის პროდუქტი იგემონ. ამის სახლში მომზადებაც შეიძლება“, – განმარტავს მირკო.

ბუტიკის ყველაზე მიმზიდველი ნაწილი მისი სადეგუსტაციო დარბაზია, სადაც მომხმარებელს შეუძლია დააგემოვნოს ხორცი, სანამ იყიდის. აქვე ურჩევენ, როგორ აჯობებს ხორცის მომზადება.

სტეიკისთვის გამზადებული დაძველებული ხორცის საშუალო ფასი კილოგრამზე 70 ევროდან იწყება.

ავტორი : ჯეინ ვიზერსპუნი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend