მთავარისაქართველოსაარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით უმრავლესობისა და საპარლამენტო ოპოზიციის შეხვედრა გაიმართება

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით უმრავლესობისა და საპარლამენტო ოპოზიციის შეხვედრა გაიმართება

დღეს, 14 მაისს, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, უმრავლესობისა და საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება.

შეხვედრა საკანონმდებლო ორგანოში 12 საათზეა დაგეგმილი.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტებისა და წინასაარჩევნო აგიტაციის წესებზე იმსჯელებენ.

მისივე თქმით, ამ საკითხებზე პოზიციების დაახლოება შესაძლებელია, თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კიდევ ერთი შეხვედრა შედგეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend