მთავარიევროპაბოსნია და ჰერცეგოვინარადოვან კარაჯიჩი სამუდამო პატიმრობას ინგლისის ციხეში გაატარებს

რადოვან კარაჯიჩი სამუდამო პატიმრობას ინგლისის ციხეში გაატარებს

ბოსნიელ სერბთა ყოფილი ლიდერი რადოვან კარაჯიჩი სამუდამო პატიმრობას დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი ციხეში გაატარებს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა განაცხადა.

რადოვან კარაჯიჩი დამნაშავედ 1995 წელს სრებრენიცაში მომხდარ გენოციდსა და სამხედრო დანაშაულებებში დამნაშავედ ცნეს .

75 წლის კარაჯიჩი ამჟამად ჰააგაში საგამოძიებო იზოლატორში იმყოფება, იგი 2016 წელს გაეროს სპეციალურმა ტრიბუნალმა გაასამართლა.

 

,,მის დაკავებაში დიდ ბრიტანეთს 2008 წლიდან დიდი წვლილი მიუძღვის, სასამართლო პროცესზეც ბრიტანელი მოსამართლე იყო. ჩვენი ქვეყანა აქტიურად იყო ჩართული ამ პროცესებში და ახლაც იგი დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ ციხეში განთავსდება. ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებდით გენოციდის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს. 25-წლიანი ბრძოლის შემდეგ სამართალს აღვასრულებთ. და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ამ ქვეყნის დიდი დამსახურება’’, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა.

როდესაც 1992 წელს ბოსნია ყოფილ იუგოსლავიას გამოეყო, რადოვან კარაჯიჩი სათავეში ჩაუდგა ბოსნიის ტერიტორიაზე სერბულ სეპარატისტულ მოძრაობას.

კონფლიქტის შედეგად დაიღუპა მრავალი მშვიდობიანი მოქალაქე და განხორციელდა მუსლიმანების ეთნიკური წმენდა.

დაახლოებით 100 ათასამდე ადამიანი დაიღუპა და 2 მილიონზე მეტი  კი უსახლკაროდ დარჩა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend