მთავარისაქართველომცირე და საშუალო საწარმოების მხარდასაჭერად მსოფლიო ბანკი 85 მილიონ ევროს გამოყოფს

მცირე და საშუალო საწარმოების მხარდასაჭერად მსოფლიო ბანკი 85 მილიონ ევროს გამოყოფს

საქართველოში სამუშაო ადგილების შექმნისა და პანდემიის გამო დაზარალებული კომპანიების მხარდასაჭერად მსოფლიო ბანკი 85 მილიონ ევროს გამოყოფს.

ახალი პროექტი საწარმოებს დაეხმარება საფინანსო ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების განსახორციელებლად დაფინანსებასთან წვდომა გაუმარტივოს.

პროექტი ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით, 6 ათას მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოს ეკონომიკისა და ჯანდაცვის მიმართულებით არსებულ ახალ გამოწვევებთან მორგებაში დაეხმარება.

„პროექტის მიზანია მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მხარდაჭერა, რომლებსაც განსაკუთრებულად მძიმე დარტყმა მიაყენა COVID პანდემიამ. აღსანიშნავია, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ინტერვენციას ამ მიმართულებით, რაც მსოფლიო ბანკის ფართო პაკეტის ნაწილია.

[br]პირველი ფაზის განმავლობაში, პანდემიის დაწყებისთანავე, მსოფლიო ბანკმა დაუყოვნებელი დახმარება გაუწია ქვეყანას ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის გასაძლიერებლად.

ასევე, ჩვენ მთავრობას აღმოვუჩინეთ საჭირო საბიუჯეტო მხარდაჭერა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და განვითარების მიმართულებით მომუშავე  სხვა პარტნიორებთან ერთად. და ახლა,  მეორე კრიტიკულ ფაზაში, COVID შემთხვევების განახლებული ტალღის ფონზე, ფოკუსირებას ვახდენთ ვაქცინაციის ძალისხმევის მხარდაჭერის დამატებით დაფინანსებაზე და ასევე, 85 მლნ. ევროს დაფინანსების მქონე პროექტზე, რომელიც მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებს დაეხმარება“, – განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend