მთავარიმსოფლიოკორონავირუსის პანდემიის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო

კორონავირუსის პანდემიის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დავალებით ჩატარებული დამოუკიდებელი კვლევის მიხედვით, კორონავირუსის პანდემიის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.

კვლევის თანახმად მთავრობების მიერ უფრო სწრაფი რეაგირების შემთხვევაში მილიონობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეიძლებოდა.

სწრაფი რეაგირების მაგიერ კი კვლევის მიხედვით მთავრობები ვირუსის გავრცელების დინამიკას აკვირდებოდნენ. ამ მიდგომამ კი კატასტროფული შედეგები მოიტანა.

ყველასათვის ნათელია, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელთა მიდგომებში ბევრი ხარვეზი იყო.

ამის მიზეზი ბიუროკრატიული პროცედურებია – განაცხადა ჩატარებული კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, მიშელ კაზატჩკინემ.

ერთ-ერთი რეკომენდაციის თანახმად საჭიროა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დამოუკიდებლობის ხარისხის ზრდა და  სხვადასხვა სახელმწიფოებში შესაბამისი სამუშაოს ჩასატარებლად მეტი ლეგიტიმაციის მინიჭება.

ამ მიზნით კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მეტი უფლებამოსილება სჭირდება.

“არსებული მდგომარეობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სისუსტისა და მისი ფინანსური პრობლემების შედეგია. ჩვენს მიერ შემუშავებული რეფორმების თანახმად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფინანსური და პოლიტიკური დამოუკიდებლობა გარანტირებული უნდა იყოს. საჭიროა ორგანიზაციის მეთაურების ცვლილება და გენერალური მდივნის მმართველობის ერთ ვადამდე შეზღუდვა”, – აცხადებს ლიბერიის ყოფილი პრეზიდენტი ელენ ჯონსონ სირლეფი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დავალებით ჩატარებული დამოუკიდებელი კვლევის საფუძველზე შექმნილი ერთ-ერთი რეკომენდაციის მიხედვით, დიდი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოებმა კოვაქსის პლატფორმას პირველ სექტემბრამდე, 1 მილიარდის ოდენობის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უნდა მიაწოდონ.

კორონავირუსის პანდემიის შედეგად ამ დროისთვის 3 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend