მთავარიევროპაგერმანიაგერმანიაში ზედმეტი სათბური აირების გამოყოფა 2045 წელს შეწყდება

გერმანიაში ზედმეტი სათბური აირების გამოყოფა 2045 წელს შეწყდება

გერმანიის მთავრობამ შეიმუშავა ახალი ამბიციური გეგმა, რომლის მიხედვით, 2045 წლისთვის ქვეყანაში ზედმეტი რაოდენობის სათბური აირები აღარ გამოიყოფა.

აქამდე ამ მიზნის შესრულება 2050 წლისთვის იგეგმებოდა.

გეგმა წინა კვირას დამტკიცდა მას შემდეგ, რაც სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორების პასუხისმგებლობა  მხოლოდ მომავალ თაობას არ უნდა ეკისრებოდეს.

 
„ამ გეგმის მიხედვით, დიდი ტვირთი მომავალ თაობას აღარ დააწვება. პასუხისმგებლობა ჩვენც უნდა გადავინაწილოთ. მომავალ თაობებს არ უნდა შევუქმნათ ისეთი პრობლემები, რომელთა გადაწყვეტაც შეუძლებელი იქნება. გერმანიამ ძალიან სწორხაზოვანი გეგმა შეიმუშავა“, – აცხადებს გერმანიის გარემოს დაცვის მინისტრი სვენია შულცე.

[br]გეგმის მიხედვით, უძრავი ქონების მესაკუთრეებს ნავთობისა და გაზის მოხმარებაზე დამატებითი გადასახადების გადახდა მოუწევთ.

ისინი ასევე დაჯარიმდებიან იმ შემთხვევაში, თუ ბინის იზოლაციის პრობლემას არ მოაგვარებენ.

შიდა წვის ძრავის მქონე მანქანები ელექტროენერგიაზე მომუშავე მანქანებით ჩანაცვლდება. მთავრობა ასევე ხელს შეუწყობს მზისა და ქარის ენერგიის სადგურების მშენებლობას. ახალი გეგმა გერმანიას დაახლოებით 12 მილიარდი ევრო დაუჯდება.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend