მთავარიევროპაგერმანიაშიდა ტურიზმი გერმანიაში

შიდა ტურიზმი გერმანიაში

გერმანიის რეგიონები შიდა ტურიზმისთვის ემზადებიან, მათ შორისაა ერთ-ერთი მხარე შლეზვიგ-ჰოლშტაინიც.

თუმცა იქამდე, ვიდრე ტურიზმის სექტორში დასაქმებულები ოფიციალურად განაახლებენ მუშაობას, ჩრდილოეთ გერმანიაში მდებარე ამ მხარეში ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან, ოთხი საცდელი პროექტის ფარგლებში, ვიზიტორებს უკვე მასპინძლობენ.

ამინდი შეიძლება არ იყოს კარგი, მაგრამ ის ხელს არ უშლის ტურისტებს, კორონავირუსის მიუხედავად, ჩრდილოეთი ზღვის ჰაერით დატკბნენ.

დამსვენებლები ბიუზუმში დაბრუნდნენ.

“თანამშრომლებს ისევ აქვთ სამუშაო.  ამ მრავალთვიანი კარანტინის  შემდეგ კომპანიებს უკვე შეუძლიათ, ჰქონდეთ შემოსავალი. სტუმრებისთვის კი ეს შვებაა. სტუმრების დახვედრისას ვხედავთ მეგობრულ და ბედნიერ სახეებს”, – ამბობს ბიუზუმის ტურიზმის ხელმძღვანელი

საცდელი პროექტი უსაფრთხოების გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს.

გადატვირთულ ადგილებში ნიღბების ტარება სავალდებულოა.

მთავარი ქუჩა დაყოფილია ზოლებად.

ასევე არსებობს ტესტირების მკაცრი  სტრატეგია. სტუმრებმა უნდა წარმოადგინონ ტესტის ორი უარყოფითი პასუხი ერთი, ჩამოსვლიდან 48 საათის განმავლობაში – და მეორე, ბიუზუმში შესვლისას.

რეგულარული ტესტირება ასევე საჭიროა მთელი ვიზიტის განმავლობაში.

შედეგებს ყურადღებით ადევნებს თვალყურს შლეზვიგ-ჰოლშტაინის სასწავლო საავადმყოფოს გუნდი.

“საფრთხე აშკარაა. შლეზვიგ-ჰოლშტაინში დაბალი დადებითობის მაჩვენებელი გვაქვს. ახლა ტურისტები გერმანიის სხვადასხვა ნაწილიდან ჩამოდიან,  რაც ამ მაჩვენებელს საგრძნობლად ცვლის”, – ამბობს შლეზვიგ-ჰოლშტეინის საავადმყოფოს ექიმი ჯერ რუპი.

ამ კვირაში  თითქმის 10,000 საწოლია ხელმისაწვდომი და დაჯავშნილი.

600-მდე კომპანიამ მუშაობა განაახლა, მათ შორისაა სასტუმროები, ბარები, რესტორნები, მუზეუმები და ბანაკები.

“თვეების განმავლობაში ვერ ვიღებდით სტუმრებს. ძალიან კარგია, რომ ამის გაკეთება ახლა შეგვიძლია. რა თქმა უნდა, დიდი ძალისხმევაა საჭირო. მაგალითად, 300 ტურისტს ჩაუტარდა ტესტირება. ჯერჯერობით,  ყველაფერი ძალიან კარგად მიდის”, – ამბობს ერთ-ერთი ბანაკის ხელმძღვანელი ოლე კალკე.

“ჩვენ გვიხარია, რომ მუზეუმში სიცოცხლე დაბრუნდა. და ეს მთელ ქალაქს ეხება”

“ახლა კორონავირუსის პერიოდია. რა თქმა უნდა, ფინანსური გამოწვევა დიდია. მართალია, დახმარებას ვიღებთ, მაგრამ საკუთარი ფულის გამომუშავება არ შეგვიძლია”,- ამბობენ მუზეუმის თანამშრომლები.

რაც შეეხება COVID-19 გავლენას ტურიზმზე, გამონაკლისი არც გერმანიაა.

ამ წლის მარტში 2019 წლის მარტთან შედარებით, სასტუმროს ნომრებში ვიზიტი  72% -ზე მეტით შემცირდა.

მსგავსი პროექტები ინდუსტრიისთვის შეიძლება პოზიტიური ცვლილებების ნიშანი იყოს. ჯანდაცვის მინისტრმა იენს სპანმა გერმანიის სახელმწიფოები გააფრთხილა, რომ ფრთხილად უნდა იყვნენ და არ მოდუნდნენ. „საფრთხე შეიძლება შეექმნას იმას, რასაც უკვე მიაღწიეს“,  – ამბობს ის.


უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend