მთავარისაქართველოდაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი შეფერხების გამო მოქალაქეებს ბოდიშს უხდის

დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი შეფერხების გამო მოქალაქეებს ბოდიშს უხდის

დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ვაქცინაციის რეგისტრაციასთან დაკავშირებული შეფერხების გამო მოქალაქეებს ბოდიშს უხდის.

როგორც ცენტრი მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია – აცრის დაჯავშნის მსურველი მოქალაქეების მაღალი აქტიურობის შედეგად, ელექტრონულ სისტემაში წინასწარ გაუთვალისწინებელი დროებითი ტექნიკური შეფერხება შეიქმნა.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზით აცრისთვის საჭირო ვაქცინები შენახულია პირველი დოზით აცრილი მოქალაქეებისათვის და ყველა მოქალაქე შეუფერხებლად შეძლებს მეორე დოზით აცრის დაჯავშნას, მისთვის სასურველ სამედიცინო დაწესებულებაში- წერია განცხადებაში.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend