მთავარიამერიკააშშ"სემის შვილები" - ახალი დოკუმენტური სერიალი სერიული მკვლელის შესახებ

“სემის შვილები” – ახალი დოკუმენტური სერიალი სერიული მკვლელის შესახებ

დოკუმენტური სერიალების მოყვარულებს „ნეტფლიქსზე“ სიახლე ელოდებათ.

სერიალ „სემის შვილებში“ სერიული მკვლელის დეივიდ ბერკოვიცის ისტორია არის მოთხრობილი.

სერიალში ნაჩვენებია, თუ როგორ ცდილობდა გამომძიებელი ჟურნალისტი მორი ტერი იმის დამტკიცებას, რომ ბერკოვიცი მარტო არ მოქმედებდა და რომ იგი სატანისტური დაჯგუფების წევრი იყო.

 
თვითონ ბერკოვიცი აცხადებდა, რომ მკვლელობების ჩადენა მას მეზობლის ძაღლმა დაავალა.

[br]„ვფიქრობ, რომ ჟურნალისტ მორი ტერი სიმართლეს ამბობდა. მე ყველაფერი არ ვიცი, თუმცა თუ გადავხედავთ მტკიცებულებებს, პოლიციელებისა და ბერკოვიცის ჩვენებს, აშკარა ხდება რომ იგი მარტო არ მოქმედებდა“, – ამბობს რეჟისორი ჯოშუა ზემანი.

1976-1977 წლებში ბერკოვიცმა ნიუ-იორკში ექვსი ადამიანი მოკლა. მის მიერ ჩადენილ მკვლელობებს ამერიკულ მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

„ჩემი აზრით, ჟურნალისტ მორი ტერის ისტორია მერკოვიცის ისტორიაზე ბევრად უფრო საინტერესოა. მისი ისტორია ტრაგიკულია. მან აღმოაჩინა ისეთი რაღაცეები რაც არავინ იცოდა. ის ამ საქმეს ორმოცი წელი იკვლევდა და საბოლოოდ ამ გამოძიებას გადაყვა კიდეც. ჩემთვის მისი ისტორია დღესაც ძალიან აქტუალურია“, – ამბობს რეჟისორი

საბოლოოდ დეივიდ ბერკოვიცს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. „სემის შვილების“ ნახვა სტრიმინგ პლატფორმა ნეტფლიქსზე არის შესაძლებელი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend