მთავარიაზიალიბანიგამოფენა ლიბანში - ხელოვანებმა 4 აგვისტოს გარდაცვლილებს პატივი მიაგეს

გამოფენა ლიბანში – ხელოვანებმა 4 აგვისტოს გარდაცვლილებს პატივი მიაგეს

4 აგვისტოს ტრაგედია სამუდამოდ დარჩება ლიბანელი ხალხის მეხსიერებაში.

ბეირუთის პორტში აფეთქების შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ათასობით დაშავდა.

ლიბანელი მხატვარი კარლო კასაბიანი პატივს მიაგებს ბეირუთში დაღუპულებს. იგი თავისი ინსტალაციის საშუალებით, გმობს ფულს, რომელიც ფერფლად იქცა და რომელსაც არანაირი ღირებულება არ აქვს.

„ეს ინსტალაცია მართლაც ლამაზია, მაგრამ სინამდვილეში სევდიანია. ფული მთელ ადგილას რომ არის მიმოფანტული, აჩვენებს, თუ როგორ აღარ აქვს მას არანაირი ღირებულება. უცნაური გრძნობაა იმის დანახვა, რომ ასეთი ადგილი მუსიკითა და სხვადასხვა განათებითაა გაფორმებული, თუმცა ხალხი არაა“, – განაცხადა არქიტექტურის სტუდენტმა ჯოი იამინმა.

კიდევ ერთი ღია გამოფენა ბეირუთის მთავარ ქუჩაზე ეწყობა. აქ გამოფენილია იმ 207 ადამიანის პორტრეტი, რომლებიც აფეთქების შედეგად დაიღუპნენ.

 

ბეირუთში მცხოვრებმა ამერიკელმა მხატვარმა ბარდი ბლექმა ითავა ყველა დაზარალებულის პორტრეტის შექმნა, ყოველ შემთხვევაში მათი, ვისი ამოცნობა და პოვნაც მოხერხდა.

” ჩვენ გვსურდა, ამ სურათებს ეთქვათ, რომ  “ეს მოხდა”. განკურნების არანაირი გზა არ არსებობს. საკუთარ თავთან უნდა ვაღიაროთ ეს. აქ არის მათი სახელები და ეს არის მათი სახეები. იხილეთ ისინი და თუ ერთმანეთს გვერდით დავუდგებით, შესაძლოა, წინ წავიდეთ”, – ამბობს ამერიკელი ხელოვანი ბრედი ბლექი.

ხელოვნება ერთ-ერთი საშუალებაა, რომ მომხდარი ამბავი დავიწყებას არ მიეცეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend