მთავარიევროპაუკრაინაუკრაინული „ეროვნული სამხედრო კორპუსი“ მოხალისეების სამხედრო წვრთნებს ატარებს

უკრაინული „ეროვნული სამხედრო კორპუსი“ მოხალისეების სამხედრო წვრთნებს ატარებს

უკრაინული ორგანიზაცია, „ეროვნული სამხედრო კორპუსი“ მოხალისეების მონაწილებით სამხედრო წვრთნებს ატარებს.

ორგანიზაციის მეთაურის განცხადებით სამხედრო წვრთნების მთავარი მიზანი რუსული იმპერიული საგარეო პოლიტიკისათვის წინააღმდეგობის გაწევაა.

“ჩვენი მეზობელი მუდამ იქნება საფრთხე. მათ მიერ ჩვენს საზღვრებთან ჯარების მობილიზაცია, ისევე როგორც სამხედრო აღლუმის ჩატარება მოსკოვში, ჩვენთვის საფრთხეს წარმოადგენს. ეს უკრაინის ისტორიის მანძილზე მუდამ ასე იყო. ჩვენ ვცდილობთ, რუსულ იმპერიულ ამბიციებს და რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს დავუპირისპირდეთ. ჩვენ მათ გულთბილ დახვედრას მოვუწყობთ და სწორედ ამ მიზნით ვემზადებით”, – ამბობს ეროვნული სამხედრო კორპუსის მეთაური ტამარინ სერჰი.

უკრაინის სამხედრო ძალების წარმომადგენელთა მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად წელს აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებში 36 ჯარისკაცი დაიღუპა.

ომი კი აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წლიდან მიმდინარეობს.

კვირის დასაწყისში, ბელგიის, ჰოლანდიისა და ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრები, მხარდაჭერის გამოხატვის მიზნით, აღმოსავლეთ უკრაინას ეწვივნენ.

აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტში დღემდე 14 ათასი ადამიანი დაიღუპა.

რუსეთის ფედერაცია დღემდე არ აღიარებს რუსული არმიის ნაწილების კონფლიქტში მონაწილეობას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend