მთავარიმსოფლიოევროპაევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბალკანეთის რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე იმსჯელეს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბალკანეთის რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე იმსჯელეს

რამდენიმეთვიანი პაუზის  შემდეგ ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში ევროკავშირის როლის საკითხი განიხილეს.

მთავარი თემა ჩრდილოეთ მაკედონიისა და ალბანეთის ევროკავშირში გაწევრიანება იყო. მოლაპარაკებების პროცესი მას შემდეგ შეფერხდა, რაც ბულგარეთმა 2020 წლის 8 დეკემბერს ჩრდილოეთ მაკედონიის მოლაპარაკებებს ვეტო დაადო.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის უსაფრთხოებისა და საგარეო საკითხებში, ჯოზეფ ბორელის თქმით, ევროკავშირი არ აპირებს, ჩრდილოეთ მაკედონიისა და ალბანეთის საკითხი ცალ-ცალკე განიხილოს.

მას შემდეგ, რაც ჩრდილო მაკედონიამ და ალბანეთმა გაწევრიანებასთან დაკავშირებით ევროკავშირისგან მოლაპარაკების დაწყებაზე ნებართვა მიიღეს, გაფართოების პროცესში, გასული წლის გაზაფხულზე, ახალი ნაბიჯები გადაიდგა.

 

თუმცა, პროცესი კვლავ შეჩერდა, როდესაც ბულგარეთმა ვეტო დაადო ჩრდილოეთი მაკედონიის მოლაპარაკებებს ისტორიასა და ენასთან დაკავშირებული განსხვავებების გამო.

ბორელმა განმარტა, რომ ამ ორი ქვეყნის გაყოფა და მათი ცალ-ცალკე აღქმა  არასდროს განიხილებოდა.

“ჩვენ გარკვეული ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რომ ალბანეთი და ჩრდილოეთი მაკედონია კავშირში გაწევრიანდნენ.  სხვათა შორის ამ ქვეყნებს ცალ-ცალკე არასდროს განვიხილავდით. ჩრდილო მაკედონიამ პირობები შეასრულა და წევრმა ქვეყნებმა გადაწყვიტეს მოლაპარაკებების დაწყება. იმედი მაქვს, რომ პირველი მთავრობათაშორისი კონფერენცია მალე იქნება მოწვეული მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებების გეგმა იქნება შემუშავებული”,- განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა.

ჩრდილოეთი მაკედონიის პრემიერ-მინისტრმა ზორან ზაევმა ევრონიუსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ შემდგომმა შეფერხებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას მთელი რეგიონის სტაბილურობას.

“თუ შეფერხება გაგრძელდება, ეს დიდი რისკია როგორც ბულგარეთისთვის, ასევე ჩრდილოეთი მაკედონიისთვის, რადგან, როგორც ხედავთ, იგი  მტკიცებულებებს კი არ წარადგენს, არამედ დრამატულ იდეებს გვთავაზობს. შემიძლია, დავადასტურო, ესენი ბალკანელები არიან. ბალკანეთი კი არა საუკუნეების წინ, არამედ ათი, ოცი წლის წინაც კი ბომბი იყო.  არ გვინდა ამის გამეორება”,-ამბობს ჩრდილოეთი მაკედონიის პრემიერ მინისტრი, ზორან ზაევი.

ახლა წევრმა ქვეყნებმა ზაფხულისთვის უნდა წარადგინონ თავიანთი წინადადებები დასავლეთი ბალკანეთის რეგიონში უფრო მეტად ჩართულობასა და პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend