მთავარი გადაცემები კუბი აპლიკაცია Clubhouse-ი ანდროიდის მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გახდა

აპლიკაცია Clubhouse-ი ანდროიდის მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გახდა

აუდიოაპლიკაცია „ქლაბჰაუსი“ ერთწლიანი ლოდინის შემდეგ უკვე ანდროიდებშიც იმუშავებს.

აპლიკაცია აქამდე ხელმისაწვდომი მხოლოდ აიფონის მომხმარებლებისთვის იყო. ანდროიდისათვის განკუთვნილი ბეტა ვერსია 10 მაისს პირველად აშშ-ში ამუშავდა.

როგორც „ქლაბჰაუსის“ ადმინისტრაცია საინფორმაციო ბლოგში აღნიშნავს, სანამ აპლიკაცია სრულყოფილად ამუშავდება, რამდენიმე კვირის განმავლობაში ისინი მომხმარებლებისგან  შეაგროვებენ მიღებულ ინფორმაციას და  გამოასწორებენ იმ ხარვეზებს, რომლებსაც აღმოაჩენენ. მხოლოდ ამის შემდეგ დაუმატებენ სხვა ფუნქციებს.

ანდროიდის შემთხვევაშიც „ქლაბჰაუსში“ გაწევრიანებისთვის მეგობრის მოწვევა იქნება საჭირო, რაც იმას ნიშნავს, ყველასთვის გახსნილი მაინც არ იქნება.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ გზით გააკონტროლებენ, რამდენად იზრდება მომხმარებელთა რაოდენობა.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend