მთავარიევროპაესპანეთი"პიკასო იბერო" - პაბლო პიკასოს ნამუშევრების ახალი გამოფენა

“პიკასო იბერო” – პაბლო პიკასოს ნამუშევრების ახალი გამოფენა

ესპანეთის ქალაქ სანტანდერის „ბოტინის ხელოვნების ცენტრში“ გაიმართა გამოფენა, რომელზეც ნაჩვენები იყო პაბლო პიკასოს ის ნამუშევრები, რომლებზეც ძველმა ესპანურმა ანუ იბერიულმა ხელოვნებამ იქონია გავლენა.

პიკასოს ნამუშევრებთან ერთად დამთვალიერებლებს ლუვრიდან ჩამოტანილი იბერიული ხელოვნების ნიმუშების ნახვაც შეუძლიათ.


„ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვიკვლევთ, თუ რა დამოკიდებულება ჰქონდა პიკასოს თავის ფესვებთან, ესპანურ და, რაც მთავარია, ანდალუზიურ ფესვებთან“, – ამბობს სესილი გოდეფროი, კურატორი.

პაბლო პიკასომ იბერიული ხელოვნება 1906 წელს ლუვრის მუზეუმში აღმოაჩინა.  მონუმენტურმა ქვის ქანდაკებებმა და ბრინჯაოსგან დამზადებულმა შესაწირებმა შთააგონა პიკასოს, შეექმნა არაერთი ნახატი და ქანდაკება.

ხელოვნებათმცოდნეების თქმით, სწორედ ამ პერიოდში დაანება თავი პიკასომ კლასიკურ სტილს და პროტოკუბისტური სტილის ნამუშევრების შექმნა დაიწყო.

„ეს არის ესპანეთის არქაული ხელოვნება, რომელიც პიკასომ ლუვრის მუზეუმში აღმოაჩინა და რომელმაც მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მან უბიძგა პიკასოს, შეეცვალა თავისი კლასიკური სტილი და ნაბიჯები პროტოკუბიზმისკენ გადაედგა. ძალიან საინტერესოა ის, რომ ორი ათასი წლის შექმნილმა ხელოვნების არაერთმა ნიმუშმა მეოცე საუკუნის ავანგარდული მოძრაობის დაბადებას შეუწყო ხელი“, – ამბობს რობერტო ონტანონ პერედო, კურატორი.

“ბოტინის ცენტრში“ იბერიული ხელოვნების ორასამდე, ხოლო პიკასოს ასამდე ნამუშევარია გამოფენილი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend