მთავარისაქართველონიკა მელიამ ციხე დატოვა

ნიკა მელიამ ციხე დატოვა

ნიკა მელიამ საპატიმრო დატოვა. ეს მასშემდეგ მოხდა, რაც ევროკავშირმა მელიასთვის დაკისრებული გირაო ჩარიცხა და თბილისის საქალაქო სასამართლომ მისი გირაოთი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და მხარდამჭერები მელიას გამოსვლას რუსთავის სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებასთან ტაშით შეხვდნენ.

ოპოზიციონერის  გირაოს თანხა – 40 000 ლარი ევროკავშირმა ორი დღის წინ გადაიხადა. აღნიშნული თანხა „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“  გამოყო და ხელისუფლებას საქართველოს ახალგაზრდაიურისტთა ასოციაციამ გადასცა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ დღეს, 10 მაისს საპატიმრო დატოვა.

 
ციხიდან გამოსვლისთანავე, ნიკა მელიამ პროცესში ჩართულ მხარეებს მადლობა გადაუხადა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

[br]„დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველა გულშემატკივარს, მინდა მადლობა გადავუხადო ასევე და ხაზგასასმელია ევროკავშირის წარმომადგენელი ელჩის, კარლ ჰარცელის ღვაწლი და მონდომება, ძალისხმევა ამ პროცესში“, – აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ.

მიმდინარე მოვლენების ფონზე, ოპოზიციური პარტიების ლიდერებმაც,  სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

„გვაქვს იმედი, რომ ეს გათავისუფლება ახალ იმპულსს მოიტანს, უფრო ჯანსაღი პროცესების ოპოზიციაში, უფრო სწორი დაგეგმვის, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ ადგილობრივ არჩევნებზე იყოს წარმატება მიღწეული“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი წერეთელმა.

„ჩვენ ყველა ველოდებით, იმიტომ, რომ ნიკა მელიას მნიშვნელოვანი როლი აკისრია იმ მოვლენებში, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს და ის ხვალიდან აქტიურად ჩაერთვება ამ პროცესებში“, – აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ზაალ უდუმაშვილმა.

ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა.

ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში 13 აპრილს დატოვა.

მას პროკურატურა 2019 წლის 20 ივნისის აქციის საქმეზე ჯგუფური ძალადობას ედავებოდა.

ნიკა მელიას გირაოს თანხა – 40 ათასი ლარი, დაფარა „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისათვის“ საიას შუამდგომლობით.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება კი თბილისის საქალაქო სასამართლომ 10 მაისს მიიღო.

„სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, ჩვენ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, რომ არ უნდა გამოყენებულიყო აღმკვეთი ღონისძიების არც ერთი სახე. ეს საქმე თავიდან ბოლომდე არის პოლიტიზირებული“, – თქვა ნიკა მელიას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა.

„პროკურატურამ შეასრულა დადებული პირობა, როგორც ცნობილია, ჩვენ ჯერ კიდევ 25 თებერვალს საჯაროდ შევთავაზეთ დაცვის მხარეს, რომ თუ მათი მხრიდან მოხდებოდა გირაოს პირობების შესრულება, ბრალდების მხარე გამოთქვამდა მზადყოფნას, მიემართა სასამართლოსთვის ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული პატიმრობის უფრო მსუბუქი აღკვეთი ღონისძიების გირაოთი შეცვლის თაობაზე“, – აღნიშნა პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა

ნიკა მელიას თქმით, მას ჯერ არ გადაუწყვეტია შევა თუ არა საქართვლოს პარლამენტში. ამისათვის, იგი თანაპარტიელებთან კონსულტაციებს ელოდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend