მთავარიმსოფლიოევროპაევროპის რამდენიმე ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვები გაუქმდა

ევროპის რამდენიმე ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვები გაუქმდა

ჩეხეთი

ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელება შემცირდა და ნელ-ნელა მსუბუქდება პანდემიის წინააღმდეგ დაწესებული  შეზღუდვები. საწყის ეტაპზე მოსწავლეები დაბრუნდნენ სკოლებში, გაიხსნა სილამაზის ცენტრები და მაღაზიები, დღეიდან კი ხალხს ნებისმიერი სერვისით შეუძლია სარგებლობა.

ჩეხეთში ჯერ კიდევ არსებობს პანდემიის წინააღმდეგ დაწესებული მითითებები, თუმცა ნიღბების ტარება სავალდებულო არ იქნება, გარდა იმ ადგილებისა, სადაც ადამიანები ერთმანეთისგან 2 მეტრზე ახლოს იქნებიან.

 

ესპანეთი

შაბათ-კვირას ასობით ესპანელის შეკრებამ და ექვსთვიანი შეზღუდვების დასრულების აღნიშვნამ შეაშფოთა ევროპის რამდენიმე ქვეყნის ხელისუფლება.

მადრიდის მერმა გააკრიტიკა წვეულებების გამართვა და საზოგადოებას უფრო მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდა.

ბელგია

ბელგიაშიც ზეიმობდნენ შეზღუდვების დასრულებას, თუმცა შეკრებილი ხალხი ბელგიის პოლიციამ დაშალა.

შესაძლოა, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ხალხი ნამდვილად გათავისუფლდა შეზღუდვებისგან, მაგრამ ინფექციის ახალი მაჩვენებლების შესწავლის შემდეგ გაკეთდება შეფასებები – დადგა დრო პანდემიის დასასრულის დასაწყისის თუ უბრალოდ მცირე ხნით შემცირდა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები.ა

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend