მთავარიევროპაესპანეთიბარსელონაში ბარები და რესტორნები გაიხსნა

ბარსელონაში ბარები და რესტორნები გაიხსნა

კვირას ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა დასრულდა, რის შედეგადაც ქვეყანაში კარანტინის წესები შემსუბუქდა.

ექვსთვიანი შეზღუდვების შემდეგ ბარსელონაში რესტორნები იხსნება. რესტორნები და ბარები ღამის თერთმეტ საათამდე იქნება ღია. თითო მაგიდასთან მხოლოდ ოთხი ადამიანია დაშვებული.  ხოლო დაწესებულებების შიდა სივრცეების მხოლოდ 30 პროცენტის გამოყენებაა შესაძლებელი.

შეზღუდვების შემსუბუქებას ადგილობრივები სიხარულით შეხვდნენ.

„ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებ იმას, თუ რა ხდება. ძალიან გვიხარია, უსაფრთხოების მიზნით ღია ტერასაზე ავირჩიეთ ადგილი“, – ამბობს რიკარდო პუიოლი.

მთავრობის გადაწყვეტილებით კმაყოფილი არიან რესტორნის მეპატრონეებიც.

„თავი სიზმარში მგონია. წელიწადნახევრიანი ლოდინის შემდეგ მეგონა, რომ ეს დღე არასდროს დადგებოდა. გვინდა, რომ ყველაფერი ისე იყოს, როგორც ადრე. სარესტორნო ბიზნესში დასაქმებული ადამიანები ძალიან რთულ მდგომარეობაში ვიყავით. ხალხი დეპრესიაში იყო“, – ამბობს რესტორნის მფლობელი, ხოსე არხონა.

ოპოზიციის კრიტიკის მიუხედავად, ესპანეთის მმართველმა მემარცხენე-ცენტრისტულმა პარტიამ საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებაზე უარი თქვა.

მთავრობაში აცხადებენ, რომ შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილება მათ კორონავირუსის შემთხვევების კლების გამო მიიღეს.

ამჟამად ესპანეთში დღეში საშუალოდ შვიდი ათასი ახალი შემთხვევა ვლინდება, ხოლო  ვაქცინის ერთი დოზა მოსახლეობის 28 პროცენტს აქვს გაკეთებული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend