მთავარისაქართველო9 მაისს ევროპის დღე აღინიშნება

9 მაისს ევროპის დღე აღინიშნება

ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები 9 მაისს ევროპის დღეს ზეიმობენ.

ეს დღე, ევროპელებისთვის მშვიდობასა და ერთობას ნიშნავს.

საქართველოში კი, ევროპის დღე, ასევე ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობას ნიშნავს.

წელს,  ევროპის დღის თემა ამგვარი იყო: “ევროკავშირთან ერთად უფრო ძლიერები ვართ”.  ეს სიტყვები, განსაკუთრებულ ძალას იძენს საქართველოში, სადაც ევროკავშირისა და საქართველოს პარტნიორობა განსაკუთრებით ფასობს, სადაც არსებობს მისწრაფება საერთო ღირებულებებისადმი.

 
თანამშრომლობისა და სოლიდარობის სულისკვეთება კი განსაკუთრებით COVID-19-ის კრიზისის პირობებში გამოჩნდა.

სწორედ პანდემიის გამო, წელს, საზეიმო ღომისძიებები ნაკლებად მასშტაბური იყო.

რას გვასწავლის ევროპა? რა არის ევროპული ღირებულებები? რამდენად გააზრებული გვაქვს და გვესმის ეს საქართველოში…

ევროპისაკენ სწრაფვა, მხოლოდ ეკრანზე ნანახი ლამაზი ცხოვრების  წესი არ არის, ეს უპირველესად ცხოვრების წესია, სწორედაც, რომ ღირებულებებზე დაფუძნებული წესების ერთობლიობა. ალბათ ამ ღირებულებების დანახვა და ცოდნა სჭირდება დღეს საქართველოს ყველაზე მეტად.

ევროპა კი, თავის მხრივ, გვიდასტურებს, რომ დახმარება და თანადგომა უნდა. პრობლემებთან მარტო არ გვტოვებს და ეს არაერთხელ დაამტკიცა.

განსაკუთრებით კი, ბოლო პერიოდში. 2021 წლის 9 მაისს, ევროპის დღის აღნიშვნისას,  ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა მიმართვა გაავრცელა:

დღეს ევროპის დღეა. დღეს ჩვენ ვზეიმობთ იმ იდეის არსებობას, რომელიც ევროკავშირის ფუნდამენტს წარმოადგენს – იდეას, რომ თანამშრომლობას შეუძლია, აჯობოს ომსა და კონფლიქტებს და შექმნას კეთილდღეობა, როგორც ევროპის კონტინენტზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ. იდეა, ზუსტად 71 წლის წინ გაჩნდა. ჩვენ ამ ფილოსოფიას ვეყრდნობით ჩვენ საგარეო ურთიერთობებშიც, მათ შორის ისეთ ახლო პარტნიორთან, როგორიც საქართველოა. ევროკავშირი საქართველოს განვითარების მთავარ პარტნიორად დარჩება.  ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ძლიერი, წარმატებული და დამოუკიდებელი საქართველო სარგებელს მოუტანს როგორც თავად ქართველებს, ასევე ჩვენს პარტნიორობას, ზოგადად რეგიონს და, საბოლოოდ ევროკავშირს, ვინაიდან ჩვენ ვაფასებთ ჩვენს მეგობრობას, საერთო ღირებულებებს და მზარდ თანამშრომლობას, სავაჭრო, უსაფრთხოების, კულტურის, ტურიზმის სფეროებში და განსაკუთრებით ჩვენს მოქალაქეებს შორის“, – აცხადებს ჰარცელი.

განცხადებები და ვიდეომიმართვები გაავრცელეს საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა.

დაგვპირდნენ, რომ ევროპული გაერთიანებისა და სახელმწიფოთა ინდივიდუალური თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს მხარდაჭერას გააგრძელებენ.

ოფიციალური მიმართვები ასევე გაავრცელეს საქართველოს მთავრობის უმაღლესმა პირებმაც.

თავის მიმართვაში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოსადმი ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების დიდ დამსახურებებზე საუბრობს.

„ევროპამ ახლახან გვაჩვენა, რომ მისთვისაც საქართველო მნიშვნელოვანი მოკავშირეა, მისთვის საქართველოს სტაბილურობა, დემოკრატიულობა და წინსვლა თურმე ცარიელი სიტყვები კი არა და რეალური მიზანი და ამოცანა ყოფილა და ამის ნიშნად ყოფნის ევროპის უმაღლესი ხელმძღვანელობის ჩართულობა ჩვენი პოლიტიკური კრიზისის გადასალახავად. ევროპა გვერდში დაგვიდგა. ჩვენი ევროპისკენ მიმავალი გზა არც ადვილი, არც ერთგვაროვანია, თუმცა ჩვენ, ანუ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ ვიცით, რომ ეს ჩვენი წინსვლის რეალური გზაა. ამ დღეს ვულოცავ ყველა ჩვენს ევროპელ პარტნიორს, ევროპელ ჩვენს მეგობრებს, ევროპაში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს. ეს დღე ჩვენი ერთობლივი დღესასწაულია“, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კი თავის მიმართვაში, ძირითადი აქცენტები, საქართველოს მხრიდან 2024 წელს ევროკავშირში წევრობის განაცხადის შეტანაზე გააკეთა.

„ქართველები ვამაყობთ, რომ ევროპული კულტურის ერთ-ერთი შემოქმედი ვართ. დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ვისწრაფვით ჩვენი ბუნებრივი გარემოს ევროპული სივრცისაკენ. მჯერა, რომ ევროპულ ერთიანობას ისევე სჭირდება საქართველო, როგორც ჩვენ გვჭირდება ევროპა. 2024 წელს ჩვენ გავაკეთებთ განაცხადს ევროკავშირის სრულ წევრობაზე. ბედნიერი ვარ, რომ სწორად დღევანდელ თაობას ხვდა წილად, სინამდვილედ აქციონ ჩვენი წინაპრების ოცნება“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშილმა.

წელს ასეთი რამ გვითხრა ევროპამ: “ევროკავშირთან ერთად, უფრო ძლიერები ვართ…”

და ვართ!

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend