მთავარიევროპაბელარუსიბელარუსის ოპოზიციის ლიდერი საპროტესტო აქციას გეგმავს

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი საპროტესტო აქციას გეგმავს

2020 წლის აგვისტოში, როდესაც ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ არჩევნები მოიგო, ქვეყანაში ისტორიული მასშტაბის საპროტესტო აქციები დაიწყო.

ლუკაშენკოს მთავრობამ დემონსტრანტებს სასტიკი დარბევით უპასუხა.

ოპოზიციისა და დასავლური ქვეყნების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა.


„ევრონიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა პაველ ლატუშკომ, რომელიც ახლა პოლონეთს აფარებს თავს, გამარჯვების დღეს, 9 მაისს, მოსახლეობას  ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების განახლებისკენ მოუწოდა.

[br]პაველ ლატუშკო აცხადებს, რომ ამ საპროტესტო აქციით მათ სურთ მთელ მსოფლიოს დაანახონ, რომ ბელარუსი ხალხი არ შეეგუება გაყალბებული არჩევნების შედეგებს და იმ ძალადობას, რომელსაც ლუკაშენკოს რეჟიმი  თავისი ხალხის წინააღმდეგ ჩადის.

ლატუშკოს განცხადებით, ის, რაც დღეს ბელარუსის ოპოზიციის მიმართ ხდება, ევროპაში 40 წლის განმავლობაში არ ყოფილა.

მან ევროკავშირს მოუწოდა, კიდევ უფრო გაამკაცრონ ის სანქციები, რომლებიც უკვე დაწესებულია მინსკის წინააღმდეგ.

მაგალითად, ეს სანქციები უნდა იყოს „სვიფტის“ საგადასახადო სისტემიდან გათიშვა და სხვა ეკონომიკური ზომები, იმის მსგავსი, რომლებიც რუსეთის წინააღდეგ არის დაწესებული.

პაველ ლატუშკო აღნიშნავს, რომ საუბარია რეპრესიის მსხვერპლ ასიათასობით ადამიანზე, შეიძლება მილიონებზეც კი.

უკვე ძალიან ბევრი ადამიანია  გარდაცვლილი, მოკლული ან ნაწამები.

მისი აზრით, ის შეზღუდვები, რომლებიც მხოლოდ 88 პირისა და 7 კომპანიის წინააღმდეგ არის დაწესებული და რომლებსაც არანაირი გავლენა არ აქვს ქვეყნის ეკონომიკაზე, სანქციებად ვერ ჩაითვლება.

პაველ ლატუშკოს მიაჩნია, რომ ლუკაშენკო ამ ყველაფერს დასცინის და პროპაგანდისთვის იყენებს, ხოლო ნამდვილი სანქციები ჯერ კიდევ დასაწესებელია.

ლუკაშენკო ჯერჯერობით ყურადღებას არ აქცევს ოპოზიციის მოწოდებას მოლაპარაკებებთან და სამართლიან პირობებში არჩევნების ხელახლა დანიშვნასთან დაკავშირებით.

ოპოზიციას ახალი არჩევნებით სურს, დამთავრდეს პოლიციის მხრიდან ძალადობა და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend