მთავარიმსოფლიოაღმოსავლეთ პარტნიორობის ანატომია

აღმოსავლეთ პარტნიორობის ანატომია

12 წლის წინ, 7 მაისს, ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ პრაღაში შედგა პოლონეთისა და შვედეთის მიერ ინიცირებული პროექტის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინაუგურაცია.

პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ეს ინიციატივა კი ერთი წლით ადრე, 2008 წლის 26 მაისს წარადგინეს ევროკავშირის ზოგად საქმეთა და საგარეო ურთიერთობების საბჭოზე.

აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრები არიან ევროკავშირი და 6 აღმოსავლეთ ევროპული სახელმწიფო: აზერბაიჯანი, საქართველო სომხეთი, უკრაინა, მოლდოვა და ბელარუსი.

საინტერესოა როგორი პოლიტიკური დინამიკა არის თითოეულ ამ სახელმწიფოში. საერთაშორისო ურთიერთობები, როგორც ორმხრივი ისე მრავალმხრივი დიპლომატიური თვალსაზრისით.

სომხეთში წაგებული ომის შემდეგ პოლიტიკური კრიზისია, აზერბაიჯანში კი ხელისუფლება ძალაუფლების ზენიტშია, აღმოსავლეთ უკრაინაში კი ჯარისკაცები გამოუცხადებელ ომში იღუპებიან, ამ ყველაფრის ფონზე კი ალექსანდრ ლუკაშენკო კვლავ ევროპის უკანასკნელი დიქტატორია.

აღმოსავლეთ პარტნიორობის შესახებ სასაუბროდ “ევრონიუს ჯორჯიამ” რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი მოიწვია.


მას კითხვები აღმოსავლეთ პარტნიორობის შექმნის მოტივაციის, ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოებისა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივების შესახებ დავუსვით.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ბოლო სამიტი ბრიუსელში 2017 წელს გაიმართა.

საერთაშორისო ამბების მიმომხილველი

ლეო სიხარულიძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend