მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფოLIMBO - ახალი ფილმი მიგრანტებზე

LIMBO – ახალი ფილმი მიგრანტებზე

საზოგადოება სულმოუთქმელად ელოდება ევროპულ ფილმს, რომელიც გასულ წელს კანის, ტორონტოსა და სან – სებასტიანის ფესტივალებზე იყო ნაჩვენები.

ფილმმა შესარჩევი ეტაპები გაიარა და BAFTA– ს ნომინაციებშიც მოხვდა.

Limbo – ეს არის ისტორია სირიელი მიგრანტისა და მუსიკოსის შესახებ, რომელიც შოტლანდიის სანაპიროს კუნძულზე აღმოჩნდა და ევროპაში თავშესაფრის მიღებას ელოდება.

მიგრანტები აქ მთავარ როლს ასრულებენ.

“მე მინდოდა, ლტოლვილები ფილმის მთავარ ცენტრად მექცია და მაყურებელსა და მათ  შორის უშუალო კავშირი დამემყარებინა. არ არის აუცილებელი, პერსონაჟი იყოს დასავლეთიდან, მთავარ თემაზე  რომ გავამახვილოთ ყურადღება. ჩვენ ლტოლვილ პერსონაჟებშიც შეგვიძლია საკუთარი თავი დავინახოთ“, – ამბობს  ფილმის რეჟისორი ბენ შაროკი

 

ფილმის ტონი იუმორისტული და არაოფიციალურია, უცხოელები და მიგრანტები შეიძლება ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, ეს კი სიტუაციების აბსურდულობას უსვამს ხაზს.

მაყურებელი, რომელსაც ფილმი ნანახი აქვს, ეგვიპტური წარმომავლობის ბრიტანელი მსახიობის ამირ ელ-მასრის სიტყვებს ითავისებს და ხშირად იმეორებს.

„მე ვფიქრობ, რომ მთავარი იდეა მათი იდენტობის წარმოჩენა იყო, რომელიც იკარგება. მთავარი თემაა ახალ ტერიტორიაზე გადასვლის პრობლემებიც, როცა გრძნობ, რომ გარშემო ნაცნობები არ გყავს, არავინ იცის შენი წარმომავლობისა და გარემოს შესახებ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ბრიტანული და არაბული კულტურა – ჩვენ გვიყვარს სიცილი ჩვენს წარუმატებლობასა  და უიღბლობაზე … ბალანსი კომედიასა და დრამას შორის ალბათ ცხოვრების მშვენიერი ანარეკლია”, – ამბობს მსახიობი ამირ ელ-მასრი.

ფილმი აშშ-ში უკვე გამოვიდა ეკრანებზე. ევროპაში კი ფილმს ამ ზაფხულს კინოთეატრების გახსნისთანავე აჩვენებენ.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend