მთავარიევროპაიტალიარომში ნაპოლეონ ბონაპარტის ხსოვნის პატივსაცემად გამოფენა იმართება

რომში ნაპოლეონ ბონაპარტის ხსოვნის პატივსაცემად გამოფენა იმართება

რომში, ნაპოლეონ ბონაპარტის ხსოვნის პატივსაცემად გამოფენა ,,ნაპოლეონი და მითი რომის შესახებ’’ იმართება, რომელიც ფოკუსირებულია ნაპოლეონის დამოკიდებულებაზე რომის იმპერატორების წარსული დიდების მიმართ. მისი სიკვდილიდან 200 წლის შემდეგ რომი ნაპოლეონის ხსოვნას ამ გამოფენით პატივს მიაგებს.

1809-1814 წლებში  რომი  ნაპოლეონის ჯარის მიერ იყო ოკუპირებული, თუმცა თავად იმპერატორი ქალაქში არასდროს გამოჩენილა.

სწორედ ნაპოლეონის ხელისუფლებამ დაიწყო პირველი ინოვაციური პროექტები შექმნა რომში – გაასუფთავა იგი და მოაწყო დიდი მოედანი, სადაც აღმართულია რომის იმპერატორ ტრაიანეს სვეტები. სწორედ ეს სვეტები გახდა ნაპოლეონისათვის შთაგონების წყარო მონუმენტების შესაქმნელად.

ნაპოლეონმა პარიზში, ვანდომის მოედანზე, 1805 წელს აუსტერლიცის ბრძოლაში გამარჯვების აღსანიშნად ააგო სვეტები. მათი აგება 1810 წელს დასრულდა, ეს სვეტები ტრაიანეს სვეტების ზუსტი ასლია.

გამოფენა ,,ნაპოლეონი და მითი რომის შესახებ’’ 30 მაისამდე გაგრძელდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend