დიდი შვიდეული ლონდონში

დიდი შვიდეულის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები, ორგანიზაციის არაწევრი სახელმწიფოების სტუმრების მხარდამხარ ლონდონში მოლაპარაკებების მეორე დღისათვის შეიკრიბნენ.

მოლაპარაკებების მთავარი ამოცანა მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ხელმისაწვდომობის ზრდაა.

“ჩვენი შეხვედრა იმის დასტურია, რომ დიპლომატია კვლავ მოქმედებაშია. აქ დიდი შვიდეულის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები შევიკრიბეთ. ჩვენს გვერდით არიან დიდი შვიდეულის არაწევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებიც. გამართული მოლაპარაკებები მიზნად ისახავს ჩვენს წინაშე არსებულ გლობალურ გამოწვევებთან გამკლავებას”, – განაცხადა დომინიკ რააბმა, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოლაპარაკებებს ინდოეთის დელეგაციაში კორონავირუსის გავრცელების გამო ვერ ესწრება.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანი ენტონი ბლინკენი თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ პირველად ეწვია ლონდონს.

“ჩვენს მიერ ერთობლივად ჩატარებული სამუშაო ჩვენი ერების ინტერესს ემსახურება. მათ შორის ერთ-ერთი უმთავრესი, როგორც ჩემმა ბრიტანელმა კოლეგამ აღნიშნა, ეროვნული უსაფრთხოების საკითხია. მნიშვნელოვანია კორონავირუსის პანდემიის შემდეგ ეკონომიკის აღდგენაც. ჩემი აზრით, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები მსოფლიოსათვის მნიშვნელოვანია. ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ იმისათვის, რომ გლობალურ გამოწვევებს, კორონავირუსის პანდემიას, კლიმატის ცვლილებას და დემოკრატიული ღირებულელების დაცვას სათანადო ყურადღება მივაქციოთ”, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა.

დიდი შვიდეულის წევრი სახელმწიფოები დიდი ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, საფრანგეთი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, იტალია და იაპონია არიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend