ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ახალი ინიციატივით, უახლოეს 2 თვეში, ზრდასრულ ამერიკელთა 70%- ვაქცინის ერთი დოზით, ხოლო 160 მილიონი სრულად იქნება აცრილი.
,,დღეიდან 2 თვეში ამერიკელები შეძლებენ ამერიკის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას. ჩვენი მიზანია, 4 ივლისისთვის ზრდასრულ ამერიკელთა 70% სულ მცირე ერთი დოზით, ხოლო 160 მილიონი ამერიკელი სრულად იყოს აცრილი. ეს ნიშნავს იმას, რომ 2 თვეში 100 მილიონამდე ადამიანი იქნება ერთი დოზით ვაქცინირებული, ისინი მეორე დოზას 60 დღის განმავლობაში მიიღებენ”, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.
ამერიკის პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილების მიუხედავად, დეტროიტის მოსახლეობაში ანტივაქსერული განწყობა მაინც მაღალია და მოქალაქეები ხელისუფლებისგან ვაქცინაციის პროცესზე უფრო მეტ ინფორმაციას ითხოვენ.
პანდემიის დაწყებიდან დეტროიტში კორონავირუსის 47600-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, 2000-ზე მეტი ადამიანი კი დაიღუპა.