მთავარიკუბიდონალდ ტრამპმა ახალი პლატფორმა შექმნა

დონალდ ტრამპმა ახალი პლატფორმა შექმნა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შექმნა საკუთარი ოფიციალური ვებგვერდი, რომელზეც შეუძლია, გამოაქვეყნოს სტატუსები, წერილები და ვიდეოჩანაწერები.

დონალდ ტრამპს ტვიტერზე, ფეისბუკსა და იუთუბზე ანგარიშები იანვრის დასაწყისში მას შემდეგ დაუბლოკეს, რაც ვაშინგტონში ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ.

ამ ამბების შემდეგ დონალდ ტრამპი ინტერნეტსივრცეში აღარ გამოჩენილა.

გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ტრამპის პოზიციებსა და მოსაზრებებს პრესრელიზის სახით მისი ადმინისტრაცია ავრცელებდა.

ახალ ვებგვერდზე მომხმარებლები შეძლებენ,  მოიწონონ ტრამპის სტატუსები და გააზიარონ თავიანთ ანგარიშებზე ტვიტერსა და ფეისბუკზე.

 

თუმცა მათ ტრამპის მიერ  გამოქვეყნებულ სტატუსებზე კომენტარის გაკეთება ვებგვერდზე არ შეეძლებათ.

ეს იქნება ცალმხრივად ამუშავებული სისტემა, რომელიც ტრამპს საშუალებას მისცემს, თავისი მოსაზრებები პლატფორმაზე დააფიქსიროს.

რაც შეეხება დონალდ ტრამპის ფეისბუკის ანგარიშს, 5 მაისს უნდა გამოქვეყნდეს ფეისბუკის დამოუკიდებელი სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილება ტრამპის ანგარიშებთან დაკავშირებით.

საბჭომ უნდა გადაწყვიტოს, დაბრუნდება თუ არა ტრამპი ფეისბუკსა და ინსტაგრამზე.

საბჭოს გადაწყვეტილება გასულ თვეს უნდა მიეღო, თუმცა საქმე გადაიდო,  რადგან საზოგადოებისგან 9000-ზე მეტი გამოხმაურება მიიღო.

საბჭოს წევრები ამბობენ, რომ ისინი ხალხის აზრის გათვალისწინებით მიიღებენ გადაწყვეტილებას.

გადაწყვეტილებას, რომელსაც საბჭო მიიღებს,  ფეისბუკის ადმინისტრაციის ვერცერთი წარმომადგენელი ვეღარ შეცვლის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend