მთავარიამერიკაკოლუმბიაკოლუმბიაში ხელისუფლების ეკონომიკურ პოლიტიკას აპროტესტებენ

კოლუმბიაში ხელისუფლების ეკონომიკურ პოლიტიკას აპროტესტებენ

უკვე მეექვსე დღეა კოლუმბიაში ქვეყნის ხელისუფლების ეკონომიკურ პოლიტიკას უწყვეტად აპროტესტებენ.

მოსახლეობის ნაწილი, რომელიც ქუჩის მსვლელობებს აწყობს პრეზიდენტ ივან დუკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს აპროტესტებს.

დემონსტრანტების თქმით, პრეზიდენტი მოსახლეობის კეთილდღეობისთვის საჭირო გადაწყვეტილებებს არ იღებს, რაც ისედაც ღარიბ მოსახლეობას კიდევ უფრო აღატაკებს.

 
„მთავრობა რეალურ რეფორმებს არ ატარებს. ეს მხოლოდ თვალის ახვევაა და ჩვენი კიდევ უფრო გაღატაკებისკენ გადადგმული ნაბიჯებია. მოვუწოდებთ ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, რომ დაეხმარონ სტუდენტებს, პედაგოგებს, ფერმერებს, ვაჭრებსა და ყველას, ვისაც ნამდვილად სჭირდება დახმარება. რეალურ და საჭირო რეფორმებს ვითხოვთ“, – ამბობს საპროტესტო აქციის მონაწილე ხავიერ გილმი.

პროტესტის მეექვსე დღეს ქუჩაში პედაგოგები და სტუდენტები გამოვიდნენ. კოლუმბიელებს პანდემიის ფონზე დაწესებული შეზღუდვები აწუხებთ, რაც მათი თქმით შემოსავლებზე ნეგატიურად მოქმედებს.

დემონსტრანტებს შეუერთდნენ სატვირთო მანქანების მძღოლებიც, რომლებმაც პროტესტის ნიშნად ცენტრალური ქუჩები ჩახერგეს.

სოციო-ეკონომიკური სისტემა ამ ქვეყანაში ჩამოშლილია. ის, რასაც ხელისუფლება რეფორმებს ეძახის, სინამდვილეში ხალხის მოტყუებაა. ცვლილებები სასწრაფოდ განსახორციელებელია. ხალხი ღატაკდება, პოლიტიკოსები კი მათ ხარჯზე მდიდრდებიან“, – აცხადებს კოლუმბიის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი ივან გარსია.

გასულ დღეებში პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკებაც მოხდა, რა დროსაც პოლიციის მხრიდან სროლას 16 მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დაიჭრნენ სამართალდამცველებიც.

არეულობისა და მსხვერპლის გამო გადადგა ქვეყნის ფინანსთა მინისტრი.

პრეზიდენტმა კი პირობა დადო, რომ მთავრობის გუნდთან ერთად უახლოეს დღეებში  ახალ ეკონომიკურ გეგმას წარმოადგენს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend