მთავარიგადაცემებიგლობალური საუბარიბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი დემონსტრანტების მიმართ მოქმედებას ამართლებს

ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი დემონსტრანტების მიმართ მოქმედებას ამართლებს

ბელარუსის 2020 წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელსაც ქუჩის პროტესტი და აღმოსავლეთ ევროპაში  უპრეცედენტო რეპრესიები მოჰყვა, ეს ქვეყანა საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოექცა.

მიუხედავად ქვეყანაში მიმდინარე საპროტეტსო ტალღისა, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს სადავოდ თვლიდა, პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ქვეყნის პრეზიდენტად მეექვსე ვადით აირჩიეს.

საპროტესტო მოძრაობა ხშირად მთავრდებოდა დარბევით და ათასობით აქციის მონაწილის, მათ შორის ჟურნალსიტების, დაპატიმრებით.

ოპოზიციის წარმომადგენელტა ნაწილი ქვეყნიდან გაიქცა.

პირველად მას შემდეგ, რაც ბელარუსის კრიზის დაიწყო, ალექსანდრ ლუკაშენკოს ადმინისტრაციის წარმოამდგენელი „ევრონიუსთან“ საუბარს დათანხმდა.

 
ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვლადიმერ მაკეიმ „ევრონიუსს“ გააცნო საკუთარი შეხედულება საპროტესტო მოძრაობაზე, დემოკრატიაზე, რუსეთთან ურთიერთობასა და მთავრობის სამომავლო გეგმებზე.

[br]ევრონიუსი: ადმინისტრაციას, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ, გასული წლის სადავო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ადამიანის უფლებათა „მასობრივ და სისტემატურ“ დარღვეევაში სდებენ ბრალს… მე ვიყავი მინსკში და საკუთარი თვალით ვნახე, რა უხეშად უსწორდებოდნენ აქციის მონაწილეებს, რომლებიც ქუჩაში, მათი აზრით, „მოპარული არჩევნების“ გასაპროტესტებლად გამოვიდნენ. გაერომ დაგმო თქვენი მთავრობის საპასუხო მოქმედება და განაცხადა, რომ ბელარუს ხალხს აქვს უფლება, საკუთარი უკმაყოფილება გამოხატოს.“ ნანობთ  თქვენი ადმინისტრაციის საქციელს?

ვლადიმერ მაკეი, ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი:

„იცით, მთავარი პრობლემა ის არის, რომ მე და თქვენ განსხვავებულად ვაფასებთ იმას, რაც ბელარუსში გასულ აგვისტოში მოხდა. სამწუხაროდ, დღეს ურთიერთბრალდებები ისე შორსაა წასული, რომ უკან დასახევი გზა აღარ არის. გასული წლის მოვლენებს სრულიად განსხვავებულად ვხედავთ. დიახ, შესაძლოა, მთავრობამ  ზოგიერთ შემთხვევაში გადაამეტა.

მაგრამ მისი პასუხი ადეკვატური იყო ყველა იმ ძალისმიერი, უხეში პროტესტის ფორმაზე, რომლებიც გასულ წელს ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მოხდა. ფაქტობრივად, ეს გადატრიალების მცდელობა იყო. ამიტომ სამართალდამცველი სააგენტოებისა და ხელისუფლების მოქმედება იყო სრულიად ადეკვატური და აუცილებელი. სასწორზე ქვეყნის ბედი იდო. და როდესაც არჩევანი ქვეყნის ბედსა და იმ საკითხებს შორის უნდა გაკეთდეს, რომლებზეც თქვენ საუბრობთ, ადამიანის უფლებების ჩათვლით, დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი ქვეყნის მთავრობა სახელწმიფოებრიობის, დამოუკიდიებლობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნებაზე გააკეთებდა არჩევანს. ბელარუსის მთავრობამაც სწორედ ეს გააკეთა.“

ევრონიუსი: მაგრამ თქვენ სუვერენიტეტი თქვენს საკუთარ ხალხს ამჯობინეთ? პროტესტის დაწყების დღიდან 30 ათასი კაცია დაკავებული…ასობით ადამიანი დღემდე პატიმრობაშია. გაერომ მოგიწოდათ, დაუყოვნებლივ გაგეთავისუფლებინათ პოლიტიკური პატიმრები. ხალხი ისევ გამოდის ქუჩაში, მართალია, უფრო მცირე რაოდენობით…მაგრამ ეს ოპოზიციური მოძრაობა არ აპირებს გაჩერებას – როგორ გეგმავთ ამ კრიზისიდან გამოსვლას?

ვლადიმერ მაკეი, ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი:

„დღეს ბელარუსში მდგომარეობა საერთო ჯამში სავსებით ნორმალურია, დასტაბილურდა და არც პროტესტი აღარ არის, როგორც თქვენ ამბობთ. რაც შეეხება ადრე დაპატიმრებულ ხალხს, გარწმუნებთმ, რომ ისინი გარკვეული დანაშაულისა და უფლებების დარღვევსითვის დააკავეს.  ჩემი აზრით, ევროკავშირის ქვეყნებში მსგავს ტერორისტულ აქტებს განსხვავებულად შეაფასებდნენ. ტერორიზმის 8 შემთხვევა მოხდა, მათ შორის  ცეცხლი წაუკიდეს შენობებს, ავტომანქანები ააფეთქეს და ა.შ.  10 შემთხვევაში რკინიგზის ლიანდაგები დაბლოკეს, გზების გადაკეტვის უამრავი შემთხვევაა. თითოეული მათგანი პოლიტიკურად იყო მოტივირებული. გარდა ამისა, სახეზე იყო ბელარუსის რესპუბლიკის მთელი რიგი კანონმდებლობის დარღვევაც, მათ შორის პოლიციელებზე თავდასხმა, სამოქალაქო სამსახურის მაღალჩინოსნებისა და სამართალდამცველების ოჯახის წევრების მიმართ მუქარა, მათ შორის ბავშვების. ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყნებში ისჯება, როგორც კრიმინალი. ბელარუსშიც ასე ვიქცევით. ასე რომ, ვინმეს უსაფუძვლოდ დაკავების საკითხი არ დგას. ვინც უკანონოდ იყო დაკავებული, ისინი  გაათავისუფლეს და ათავისუფლებენ. რაც შეეხება დაპატიმრებულებს, მათი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს და ბელარუსის რესპუბლიკის კანონის მიხედვით დაისჯებიან.“

ევრონიუსი: თქვენ ამბობთ, რომ კატერინა ანდრეევა და დარია ჩულცოვა, ორი ჟურნალისტი, რომლებიც ციხეში ორი წლით ჩასვეს  იმისთვის, რომ თავიანთ საქმეს აკეთებდენენ, 17 წლის მიკიტა ზალატაროვი, ვიქტორ ბაბარიკო და მისი ვაჟი ედუარდ ბაბარიკო, მარია კალესნიკოვა, იური სიარჰეი, კირლ კაზეი, ივან ცაჰალკა  … და ეს სია კიდევ გრძელდება…იმის თქმა გსურთ, რომ ყველა ეს ადამიანი საკანში იმიტომ ზის, რომ ამას იმსახურებს და არა პოლიტიკური მიზეზის გამო?

ვლადიმერ მაკეი, ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი:

„ჩვენ საგამოძიებო კომიტეტი კი არ ვართ, არამედ საგარეო საქმეთა სამინისტრო. ამიტომ ცალკეულ საქმეზე ვერ ვისაუბრებ. ჩვენ შეგვიძლია, მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს, რომ გარკვეულმა პირებმა გარკვეულ შემთხვევაში ძალადობა ჩაიდინეს. შემიძლია რამდენიმე მათგანი ჩამოვთვალო, მაგალითად, ბატონი ზენკოვიჩი, , აუტუხოვიჩი და ალინევიჩი ტერორისტული აქტის ჩადენის, გაადტრიალების მცდელობის გამო დააკავეს. სხვათა შორის, დასავლური მედია და საზოგადოებრივი აზრი ამაზე სამარცხვინოდ დუმს. საიდუმლო არ არის, რომ რამდენიმე დღის წინ, ბელარუსის სპეცსამსახურებმა რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობით, ბელარუსის მთავრობის წინააღმდეგ შეთქმულება აღმოაჩინეს, რომელიც ითვალისწინებდა სახელმწიფოს მეთაურის მკვლელობას,  მთავრობის 37 წევრის გადაყენებასა და დახოცვას. რატომ არაფერს ამბობს ამაზე დასავლეთი? რატომ არაფერს ამბობს  ევროპული მედია?“

ევრონიუსი: ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა განაცხადეს, რომ გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნები არც თავისუფლი იყო და არც სამართლიანი, ბევრი დასავლური სახელმწიფო აღარ ცნობს ალექსანდრ ლუკაშენკოს ბელარუსის პრეზიდენტად. როგორია თქვენი ურთიერთობა ამ ქვეყნებთან დღეს?

ვლადიმერ მაკეი, ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი:

„სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნო, რომ  მოცემულ ეტაპზე, ჩვენი ურთიერთობა ევროკავშირთან და ზოგადად დასავლეთთან კრიზისშია. თუმცა ჩვენ ევროკავშირს ყოველთვის განვიხილავდით, როგორც ბელარუსის რიგით მეორე სავაჭრო და ეკონომიკურ პარტნიორს, როგორც ტექნოლოგიებისა და ინოვაციების წყაროს. მერწმუნეთ, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ბეალრუსზე სანქციები მოიხსნა, იმაზე გაცილებით მეტს მივაღწიეთ, ვიდრე 15 წლის განმავლობაში, როდესაც ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები მოქმედებდა. ამას ყველა აღიარებს. იქნება ეს სავაჭრო და ეკონომიკური, ჰუმანიტარული  და ადამიანის უფლებათა სფერო თუ სხვა. როგორია მდგომარეობა დღეს: ისეთმა ცნობილმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამაც კი, როგორიცაა Freedom House-ი, რომელიც ბელარუსს სიმპათიით არ უყურებს, 28 აპრილს განაცხადა, რომ  უფრო დემოკრატიული ბელარუსის იდეა ახლა უფრო შორეული პერსპექტივაა, ვიდრე აქამდე იყო. მე სრულად ვეთანხმები ამ დასკვნას. საკითხავი მხოლოდ ის არის, ეს რატომ მოხდა? რატომ დაიხია ბელარუსმა უკან და ვისი წყალობით? ეს რიტორიკული კითხვაა და, პირველ რიგში, ადამიანის უფლებათა ევროპელ  დამცველებს ეხება.“

ევრონიუსი: თუმცა ალექსანდრ ლუკაშენკოს ბელარუსს ჯერ ისევ ჰყავს მეგობრები… ან შეიძლება ითქვას, მნიშვნელოვანი მეგობარი…რუსეთი. ცოტა ხნის წინ ვლადიმერ პუტინმა ალექსანდრ ლუკაშენკო მოსკოვში მიიღო. რა გვეტყოდით ამ ორი ლიდერის შეხვედრაზე? და ალბათ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიკითხოთ, ხომ არ არის რუსეთი უკანასკნელი დასაყრდენი, როცა საქმე ძალაუფლების შენარჩუნებას ეხება?

ვლადიმერ მაკეი, ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი:

„რუსეთი რეჟიმს ძალაუფლების შენარჩუნებაში არ ეხმარება, საკითხი ასე სულაც არ დგას. რუსეთთან ჩვენი ურთიერთობა ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობითა და ისტორიით არის ნაკარნახები. რუსეთი ჩვენი მეზობელია. ეს ძლიერი სახელმწიფოა როგორც ეკონომიკური, ისე სამხედრო თავსლაზრისით და მსოფლიო დონის გეოპოლიტიკური მოთამაშეა. სწორედ ამით აიხსნება, რომ ასეთ ძალასთან ნორმალური, მეგობრული ურთიერთობა უნდა გქონდეს. გარდა ამისა, ჩვენ საკუნოვანი ადამიანური ურთიერთობები გვაკავშირებს. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. იმას მივაღწიეთ, რომ ჩვენი  სამოკავშირეო სახელმწიფოს ფარგლებში ბელარუსისა და რუსეთის მოქალაქეები თანაბარი უფლებებით სარგებლობენ. რაც შეეხება რუსეთთან ჩვენს ურთიერთობებს, ჩვენ ამ ურთიერთობის გაძლიერებით და განვითარებით ვართ დაინტერესებული, პირველ რიგში, სავაჭრო და ეკონომიკური კუთხით. გვინდა, რომ ბელარუსის და რუსეთის ეკონომიკური აგენტები ჩვენი სამოკავშირეო სახელმწიფოს ფარგლებში თანაბარი უფლებებით სარგებლობდნენ. თქვენ მიერ აღნიშნული შეხვედრის დროს მხარეებმა ისაუბრეს სამოკავშირეო სახელმწიფოს გაძლიერებაზე, ინტეგრაციაზე, ინდუსტრიული თანამშრომლობის განვითარებაზე, ბუნებრივ აირსა და ნახშირწყალბადის რესურსებზე ფასების გათანაბრებაზე და ა.შ. და რასაკვირველია, იმის გათვალისწინებით, რომ ეს მომგებიანია ბელარუსისთვის, რომ ეს აძლიერებს მის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას, ჩვენ გვსურს, კიდევ მეტად გავაძლიეროთ მოძმე რუსეთთან ინტეგრაციის პროცესი. გარდა ამისა, პირდაპირ გეტყვით, რომ ევროკავშირისა და დასავლეთის ქვეყნების მიერ ბელარუსზე დაწესებული სანქციები  მხოლოდ  ამ ორმხრივი ინტეგრაციის პროცესს კი არ უწყობს ხელს, არამედ მრავალმხრივი ინტეგრაციის პროცესს მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში.“

ევრონიუსი: როგორ აპირებთ საკუთარი ხალხის ნდობის აღდგენას,  რა ეტყოდით ბელარუს ხალხს?

ვლადიმერ მაკეი, ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი:

„თუ თვალს ადევნებთ ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს, მაშინ გეცოდინებათ, რომ ხალხისთვის მესიჯი დიდი ხანია გაგზავნილი გვაქვს. ქვეყანაში  ინკლუზიური, ღია დიალოგი მიმდინარეობს, რომელიც მიზნად ისახავს კონსტიტუციური პროცესის გაუმჯობესებას და კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას. ნებისმიერს შეუძლია ამ პროცესში მონაწილეობა. საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი აგვისტოსთვის იქნება მზად. შემდეგ მათი საყოველთაო  საჯარო განხილვები დაიწყება. ვისაც სურს ამ დიალოგში მონაწილეობის მიღება, ყველას შეუძლია. ჩვენ გვჯერა, რომ მხოლოდ ის დიალოგი იქნება წარმატებული, რომელიც კანონის ფარგლებში წარიმართება, და არა ის, რომელიც რევოლუციასა და ქუჩის დემონსტრაციებით ძალაუფლების მიტაცებაზე გადის. მხოლოდ ამგვარი დიალოგით შეგვიძლია ბელარუსში ნამდვილი დემოკრატიის დამყარება, და არა ჯოხის ქნევითა და იძულებით, იმ დემოკრატიისა, რომელიც მოქალაქეთა გონებაში მომწიფდება.“

ავტორი: ანელის ბორჯესი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend