მთავარისაქართველომოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეს 80 წლის იუბილე აქვს

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეს 80 წლის იუბილე აქვს

ქორეოგრაფიული ანსამბლი “ლაშქარი” ერთ-ერთია იმ 600 სასწავლო-შემეცნებით წრესა თუ კლუბს შორის, რომელსაც „ეროვნული სასახლე“ ახალგაზრდებს უკვე რვა ათწლეულია სთავაზობს.

კახა დაშნიანი წლების წინ თვითონაც აქ დადიოდა ცეკვაზე.

ახლა, როგორც ანსამბლის ხელმძღვანელი, თავის გამოცდილებასა და ცოდნას ახალგაზრდა თაობას უზიარებს.

„აქ ვარ აღზრდილი, აქ გავიზარდე. დიდმა ქორეოგრაფებმა გამზარდეს. რაც თვითონ მასწავლეს იმავეს გადავცემ ჩემი ანსამბლის წევრებს. ანსამბლი „ლაშქარი”შეიქმნა ეროვნულ სასახლესთან არსებული ანსამბლი არის”, – ამბობს ქორეოგრაფიული ანსამბლი „ლაშქარის“ სამხატვრო ხელმძღვანელი კახა დაშნიანი.

[br]1941 წლის 2 მაისს, რუსთაველის გამზირზე მდებარე სასახლეში, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს მოეწერა ხელი, კულტურულ საგანმანათლებლო ცენტრი „პიონერთა სასახლე“ გაიხსნა.

მას შემდეგ 80 წელი გავიდა, და დღევანდელი მოსწავლეები ისევ სიხარულით დადიან რომ უფრო მეტი იცოდნენ ლიტერატურასა თუ მხარეთმცოდნეობაში, იცეკვონ, იმღერონ და ათასი სხვა რამ შეისწავლონ.

50 წლის წინ დაარსდა ეროვნული სასახლის გოგონათა ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი „მზიური“.

„ბევრი ქვეყანა მოვიარეთ, ბევრი კონცერტები ჩავატარეთ. მერე ეს ტრადიციად დარჩა. მეორე, მესამე, თაობები იზრდებოდა. ყველა თაობას ჰყავდა თავისი ვარსკვლავები, თავისი ნიჭიერი ბავშვები, რომლებიც აქ იზრდებოდნენ და შემდგომ დარჩნენ სცენაზე. ეს ანსამბლის მეცხრე თაობაა“, – ამბობს ანსამბლი „მზიურის“ ხელმძღვანელი გურამ ჯაიანი.

დღეს ეროვნულ სასახლეში, ყოველწლიურად 5000-მდე ბავშვი დადის.

გაკვეთილებთან ერთად სასახლე მათ ათობით ფესტივალს თუ კონფერენციას სთავაზობს. სასახლის დირექტორი თინათინ რუხაძე ამბობს, რომ სასახლე ქართული იდეისა და თავისუფალი, შემოქმედებითი აზროვნების ადგილია. მისი თქმით, ახალგაზრდები პროფესიულ არჩევანს ხშირად სწორედ სასახლეში აკეთებენ.

„ამ სასახლემ ჩვენს ქვეყანას ძალიან დიდი ინტელექტუალური რესურსი მისცა. დღეს ეს არის არაფორმალური-განათლების უმნიშვნელოვანესი კერა. მთელმა მსოფლიომ აღიარა, რომ პიროვნული განვითარებისთვის სხვადასხვა სახის არაფორმალური განათლების რესურსები მნიშვნელოვანია. ეს ადგილი სწორედ ის ადგილია, სადაც ადამიანებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს ვუწყობთ ხელს, რომ მიიღონ სხვადასხვა ტიპის განათლება თავისუფალ, შემოქმედებით გარემოში”, – ამბობს გურამ ჯაიანი.

ახლა „ეროვნული სასახლის“ შენობაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ესეც არ იყოს, პანდემიის გამო, სასახლეში განსაკუთრებული საიუბილეო ღონისძიება არ ყოფილა.

თუმცა, ფრთხილად და წესების დაცვით, „ეროვნული სასახლე“ კვლავ აგრძელებს მუშაობას.

თორნიკე კოპლატაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend