მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფოლონდონში დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება

ლონდონში დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ლონდონში დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრების პირისპირ შეხვედრაზე ჩავიდა. შეხვედრა 2 წლის შემდეგ პირველად გაიმართება.

მოსალოდნელი მოლაპარაკებები ჩინეთთან, რუსეთთთან, ირანსა და ავღანეთთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხება.

შეხვედრის მასპინძელმა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა განაცხადა, რომ გლობალური თანამშრომლობის საჭიროება არასდროს ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი, როგორიც ახლაა.

დომინიკ რააბი აღნიშნავს, რომ დიდი ბრიტანეთი შეშფოთებულია იმ საფრთხის გამო, რომელსაც რუსეთი ქმნის უკრაინის საზღვრებთან.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ ნოვიჩოკის გამოყენებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეს არა მხოლოდ ადამიანის უფლებებს არღვევს, არამედ ქიმიური იარაღის გამოყენების პრობლემაცაა.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე დასძინა, რომ ბრიტანეთი და მისი მოკავშირეები აქტიურად თანამშრომლობენ და ყურადღებით აკვირდებიან, თუ როგორ იყენებენ კიბერტექნოლოგიებს რუსეთი, ჩინეთი, ირანი და სხვა ქვეყნები.

შეკრება ლონდონში ნიადაგს მოამზადებს დიდი შვიდეულის სამიტისთვის, რომელიც მომავალ თვეს ინგლისის სამხრეთ დასავლეთში გაიმართება.

შეხვედრას შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც დაესწრება.

პრეზიდენტის რანგში ეს მისი პირველი ვიზიტი იქნება ევროპაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend