მთავარიაზიაირანიგავრცელდა ინფორმაცია ნაზანინ ზაღარი-რატკლიფის გათავისუფლების შესახებ

გავრცელდა ინფორმაცია ნაზანინ ზაღარი-რატკლიფის გათავისუფლების შესახებ

ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების ოფიციალური პირები უარყოფენ ინფორმაციას, რომ თითქოს მილიარდობით დოლარის სანაცვლოდ თეირანი ნაზანინ ზაღარი-რატკლიფის გაათავისუფელებს.

კვირას დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრმა, რომელიც ზაღარი-რატკლიფის მხარეს წარმოადგენს, განაცხადა, რომ – როგორც მან, ისე ზაღარი-რატკლიფის ოჯახმა, ამგვარი გარიგების შესახებ არაფერი იცოდა.

 
ტულიპ სიდიქი აღნიშნავს, რომ ამ დილით თეირანში ბრიტანეთის ელჩმა ნაზანინი მოინახულა, თუმცა გარიგების შესახებ არაფერი უთქვამთ.

შეხვედრაზე განიხილეს კორონავირუსთან დაკავშირებული საკითხები და მიიღებს თუ არა ნაზანინი ვაქცინას, რომელსაც იგი ითხოვს.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიაში განაცხადეს, რომ ზაღარი-რატკლიფი მას შემდეგ გათავისუფლდება, რაც ბრიტანეთი სამხედრო აღჭურვილობასთან დაკავშირებულ ვალს გადაიხდის.

გარიგება ასევე შეეხება ამერიკელი პატიმრის გაცვლას ირანის გაყინული 7 მილიარდი დოლარის სანაცვლოდ.

ზაღარი-რატკლიფის მეუღლემ, რომელიც 2016 წლიდან ნაზანინის გათავისულებას ითხოვს, განაცხადა, რომ ოჯახმა ახალი არაფერი იცის, თუმცა თუ თეირანიდან მიღებული ინფორმაცია სიმართლე აღმოჩნდება, ეს  ძალიან კარგი იქნება.

ზაღარი-რატკლიფმა უკვე მოიხადა 5-წლიანი სასჯელი იმ ბრალდებისთვის, რომელსაც იგი ყოველთვის უარყოფდა.

გასულ თვეს კი მას სახელმწიფოს წინააღმდეგ პროპაგანდაში დასდეს ბრალი და დამატებით 1-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. მას ასევე გათავისუფლებიდან 1 წლის განმავლობაში მოგზაურობაზე შეზღუდვა დაუწესეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend