მთავარიამბებიბათუმის კოვიდკლინიკაში 34 წლის ქალი გარდაიცვალა

ბათუმის კოვიდკლინიკაში 34 წლის ქალი გარდაიცვალა

ბათუმში 34 წლის ქალი COVID-19-ით გარდაიცვალა. კოვიდკლინიკაში პაციენტს 8 აპრილიდან მკურნალობდნენ.

ექიმები ამბობენ, რომ პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა – ეპილეფსია, გადატანილი მენინგიტი, თირკმლის უკმარისობა, პნევმონია.

მიუხედავად ჩატარებული მკურნალობისა, თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, პაციენტის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

ბოლო 24 საათში, საქართველოს კოვიდკლინიკებში გარდაიცვალა 12 პაციენტი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend