მთავარი მსოფლიო ჯანმო- ში ვაქცინების თანაბარ და სამართლიან განაწილებზე საუბრობენ

ჯანმო- ში ვაქცინების თანაბარ და სამართლიან განაწილებზე საუბრობენ

მსოფლიოს მასშტაბით უკვე 1 მილიარდზე მეტი ვაქცინა გაკეთდა. აქედან 82 პროცენტი მაღალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებზე მოდის.

დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში კი ვაქცინების მხოლოდ 0.3 პროცენტი გაკეთდა.

ეს მონაცემები ჯანმომ პორტუგალიაში ონლაინკონფერნეციაზე გამოაცხადა.

ჯანმოს გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი აღნიშნავს, რომ სასწრაფოდ უნდა გაძლიერდეს ჯანდაცვის სისტემები, რათა უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანი და შეუფერხებელი წვდომა მედიკამენტებსა და სამედიცინო ტექნოლოგიებზე.

როგორც ირკვევა, ბრაზილიელების მხოლოდ 6 %-ია აცრილი ვაქცინის ორივე დოზით. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა ნელ-ნელა მცირდება, ბრაზილია მაინც პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელშიც გარდაცვლილთა მაჩვენებელი 400 000-ს გადასცდა.

 

მხოლოდ აპრილში 100 000 ადამიანი გარდაიცვალა, ახლა კი კორონავირუსის მორიგ ტალღას ელოდებიან.

დაგლას აბელო სოციალური მედიის მენეჯერია. მისი თქმით, თუ ამ ბრძოლაში ყველა საკუთარ წვლილს შეიტანს, ქვეყანა მალე დააღწევს თავს პანდემიას. არსებული ვითარება სამომავლოდ გაკვეთილი უნდა იყოს ყველასთვის, რომ ადამიანები უფრო მოუფრთხილდნენ ერთმანეთს.

კორონავირუსის ახალი შტამი, რომელიც პირველად ბრაზილიაში გამოვლინდა, ახლა უკვე პერუს 8 რეგიონშიც გავრცელდა.

ოფიციალური პირების განცხადებით, ინფიცირების შემთხვევების 40 % სწორედ ახალ შტამს უკავშირდება. ხალხი კი მთავრობას მოუწოდებს, დააჩქაროს ვაქცინაციის პროგრამა.

კუბაზე კი, რომლის მოსახლეობა 11 მილიონ ადამიანს შეადგენს, 24 აპრილს ინფიცირებულთა რეკორდული მაჩვენებელი გამოვლინდა. კუნძულებზე არ ელიან პლატფორმა „კოვაქსის“ მეშვეობით დახმარების მიღებას, ამიტომ ისინი თავიანთი ძალებით ცდილობენ ვითარებასთან გამკლავებას.

უახლესი

სხვა ამბები