მთავარიამერიკააშშინაუგურაციიდან 100 დღის შემდეგ ჯო ბაიდენმა კონგრესის წინაშე სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

ინაუგურაციიდან 100 დღის შემდეგ ჯო ბაიდენმა კონგრესის წინაშე სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კონგრესის წინაშე წარდგა. ინაუგურაციიდან 100 დღის შემდეგ ყველაზე  მნიშვნელოვან გამოსვლაში, ამერიკის პრეზიდენტმა ახალი ადმინისტრაციის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, რაც პანდემიით დაზარალებული ოჯახების  2 ტრილიონამდე დოლარით დახმარებას და ასევე საზოგადოებრივი კოლეჯების სიტემის დანერგვას მოიცავს.

მიმართვისას ბაიდენის მთავარი მისია იყო, დაედასტურებინა 1.8 ტრილიონი დოლარის ღირებულების ,,ამერიკული ოჯახების გეგმის’’ საჭიროება, რომელიც ასევე მოიცავს 2-წლიანი უფასო საზოგადოებრივი კოლეჯების სისტემის დანერგვას.

,,საფრთხე და კრიზისი შესაძლებლობად უნდა გადავაქციოთ, წარუმატებლობამ უნდა გაგვაძლიეროს. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ცხოვრებას შეუძლია მიწაზე დაგვანარცხოს, მაგრამ ამერიკელები ყოველთვის ფეხზე ვდგებით. დღესაც ზუსტად ამას ვაკეთებთ. ამერიკა კვლავ აღზევების პროცესშია. ჩვენ იმედს ვამჯობინებთ შიშს, სიმართლეს – ტყუილს, ხოლო სინათლეს კი – სიბნელეს” – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

 

ამერიკის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა 2.3 ტრილიონი დოლარის ღირებულების ,,ამერიკული სამსახურების გეგმაზე’’, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის მდიდარი მოსახლეობისათვის გადასახადების გაზრდიდან მიღებული შემოსავლებით იგეგმება, საშუალო და ღარიბი ფენებისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარების გამოყოფა.

აშკარაა, რომ ბაიდენი ჩქარობს თავისი გეგმების შესრულებას. დემოკრატები სრულად აკონტროლებენ კონგრესის ორივე პალატას, თუმცა სენატში მათი უპირატესობა მინიმალურია და თუ შუალედურ არჩევნებში ერთით მეტმა რესპუბლიკელმა გაიმარჯვა, ბაიდენის მასშტაბური გეგმების შესრულება მნიშვნელოვნად შეფერხდება.

სენატის რესპუბლიკელმა ლიდერმა მიჩ მაკონელმა სამშაბათს განაცხადა: ,,პრეზიდენტი ბაიდენი ზომიერი, გაწონასწორებული ადამიანია, თუმცა მისი პრეზიდენტობისას  გატარებული პოლიტიკა ზომიერებისაგან ძალიან შორსაა.’’

ბაიდენის რესპუბლიკელ ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტის გეგმაში სოციალიზმის საშიში ნიშნები ჩანს.

ბაიდენს კარგად ესმის, რომ თავისი პოლიტიკის გასატარებლად ძალიან მცირე დრო აქვს. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ პრეზიდენტის პარტიები ისტორიულად ყოველთვის მარცხდებოდნენ კონგრესის შუალედურ არჩევნებში, რომელიც 2 წელიწადში ერთხელ იმართება. ამჟამად დემოკრატების უპირატესობა აშშ-ს კონგრესში მინიმალურია.

 

ავტორი: მარიამ ქობულია

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend