მთავარი ბრიუსელის ბიურო ანდრიუს კუბილიუსი: "მოდით, სამ ასოცირებულ წევრ ქვეყანას, უკრაინას, საქართველოს და მოლდოვას მივცეთ...

ანდრიუს კუბილიუსი: “მოდით, სამ ასოცირებულ წევრ ქვეყანას, უკრაინას, საქართველოს და მოლდოვას მივცეთ მკაფიო გზა ინტეგრაციისკენ”

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი მიიჩნევს, რომ უკრაინას, საქართველოს და მოლდოვას უფრო მეტი შესაძლებლობა უნდა მიეცეს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის.

კუბილიუსმა ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე განაცხადა, რომ ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნების უსაფრთხოებაზე უნდა იზრუნოს.

სხდომაზე, რომელიც 4 საათზე მეტხანს გაგრძელდა, აღმოსავლეთ უკრაინაში არსებულ კონფლიქტთან ერთად ყურადღება საქართველოზეც გაამახვილეს.

“ევროკავშირმა უნდა იზრუნოს აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნების და უპირველეს ყოვლისა, უკრაინის უსაფრთხოებაზე. მოდით, შევთავაზოთ მათ ის, რასაც ზოგი ექსპერტი უწოდებს ევროკავშირის უსაფრთხოების პარტნიორობას ან უსაფრთხოების კომპაქტს. მოდით, სამ ასოცირებულ წევრ ქვეყანას, უკრაინას, საქართველოს და მოლდოვას მივცეთ უფრო მკაფიო გზა ინტეგრაციისკენ. შესაძლოა, ეს იყოს ევროკომისიის ყოფილი პრეზიდენტის, რომანო პროდის მიერ წარმოდგენილი ფორმულა, რომელიც გულისხმობს ამ სამი ქვეყნისთვის ყველა სარგებლის შეთავაზებას, გარდა ევროკავშირის ინსტიტუტების წევრობისა. ამ სამი ქვეყნის ინტეგრაცია მოიტანს ეკონომიკურ ზრდას, სტაბილურობას და დემოკრატიის განმტკიცებას”,- განაცხადა ევროპარლამენტარმა.

უახლესი

სხვა ამბები