ჩინეთის მოსახლეობას ოსკარის დაჯილდოების ყურების საშუალება არ მიეცა.
ჩინეთის მთავრობამ ცერემონიაზე ცენზურა დააწესა. ამის მიზეზი ოსკარზე წარდგენილი წარმოშობით ჩინელი ქლოი ჟაო გახდა. რეჟისორ ქლოი ჟაოს წარსულში ჩინეთის მთავრობის მიმართ კრიტიკული განცხადებები აქვს გაკეთებული.
ოსკარის ცერემონიაზე მან წელს სამი ჯილდო მოიპოვა.
[br]„როცა ჩინეთში ვიზრდებოდი, მე და მამაჩემი ასე ვთამაშობდით – ჩვენ ვიზეპირებდით კლასიკურ ჩინურ პოემებს და შემდეგ ერთად ვამბობდით. ერთ-ერთ პოემაში იყო ფრაზა: „დაბადებისას ყველა ადამიანი კეთილია“. ეს ფრაზა მე სამუდამოდ დამამახსოვრდა“, – განაცხადა ოსკარის ცერემონიაზე რეჟისორმა ქლოი ჟაომ.
ქლოი ჟაოსა და მისი ფილმის „მომთაბარეთა მიწის“ შესახებ ინფორმაცია ჩინური სოციალური ქსელებიდან და ვებგვერდებიდანაც წაიშალა.
მიუხედავად ამისა, მისი გამარჯვების შესახებ ბევრმა ჩინელმა მაინც შეიტყო.
„გასაოცარია, რომ ასეთი მსოფლიო მნიშვნელობის ჯილდო ჩინელს გადაეცა. ვულოცავ მას, მისი ფილმის ყურებას მომავალში ვაპირებ“, – ამბობს პეკინის ერთ-ერთი მცხოვრები ჟო ლუ.
„ის რეალურად დასავლეთიდანაა. იგი იქ აღიზარდა და ინგლისურადაც თავისუფლად საუბრობს. ჩინეთთან მას ბევრი არ აკავშირებს”, – აცხადებს პეკინის ერთ-ერთი მცხოვრები ინ იუი.
ქლოი ჟაო პირველი ფერადკანიანი ქალია, რომელმაც ოსკარი „საუკეთესო ფილმისა“ და „საუკეთესო რეჟისორის“ კატეგორიაში მიიღო.