მთავარიამერიკაბრაზილიაბრაზილიის სენატი ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების მიზეზებს შეისწავლის

ბრაზილიის სენატი ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების მიზეზებს შეისწავლის

ბრაზილიის პრეზიდენტმა, ჯაირ ბოლსონარომ ყველას უთხრა, რომ კორონავირუსის გამო აღარ ენერვიულათ.

ის ვაქცინების შესყიდვის გაჭიანურების, მეცნიერულად დაუდასტურებელი წამლების პოპულარიზაციისა და შეზღუდვების შემსუბუქების გამო გააკრიტიკეს.

ბოლსონაროს ბრძოლა პანდემიიასთან უშედეგო აღმოჩნდა, რადგან ქვეყანაში უკვე 14 მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, დაახლოებით 400,000 ადამიანი კი გარდაიცვალა,

ბრაზილიის სენატმა გამოძიება დაიწყო. ანალიტიკოსების აზრით, ამ ფაქტმა შესაძლოა ბოლსონაროს პრეზიდენტად ხელახლად არჩევას ხელი შეუშალოს.

 

„მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს კომისია არც მთავრობის და არც ოპოზიციის პოზიციას არ გამოხატავს. ამ კომისიამ უნდა გამოიკვლიოს ის ფაქტები, რომლებმაც ამ სიტუაციამდე მიგვიყვანა: ჩვენ პლანეტის მეორე ქვეყანა ვართ, სადაც კორონავირუსით უფრო მეტი ადამიანი იხოცება“, – ამბობს საგამოძიებო კომისიის ვიცე-პრეზიდენტი რანდოლფე როდრიგესი

ბოლსონარო კრიტიკას არ ეთანხმება და კვლავ თავის პოზიციაზეა.

“არ ვღელავ ამ შეხვედრის გამო, რადგან სრულიად უმიზეზოდ მადანაშაულებენ”, – ამბობს ბრაზილიის პრეზიდენტი ჯაირ ბოლსონარო.

ამასობაში არგენტინაში შეზღუდვების ფონზე კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა იზრდება.

უმუშევრობა, შიმშილი და სიღარიბე ისევე სწრაფად ვრცელდება, როგორც ვირუსი.

წვნიანი სამზარეულოში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ზოგიერთი ოჯახისთვის.

“მადლობა ღმერთს, ეს ბევრი არ არის, მაგრამ ჩემი სახლი მაქვს, და ეს მახარებს.არ ვიცი, როგორ გადავიხდი ქირას, ვირუსის გამო ყველაფერი გართულდა, ამ სიტუაციაში სამსახურის შოვნაც შეუძლებელია”, – ამბობს ერთ-ერთი არგენტინელი მოვაჭრე ვალერია ჯარა.

ჩილეში, სადაც ლათინურ ამერიკასა და ზოგადად მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მიმდინარეობდა ვაქცინაცია ახალ მიდგომებზე მუშაობენ.

ჯანდაცვის სისტემამ  აქცენტი ორსულ ქალებზე უნდა გააკეთოს.

მინიმუმ 16 კვირის ორსულებს, რომლებსაც  გარკვეული რისკფაქტორები აქვთ, როგორებიცაა დიაბეტი ან სიმსუქნე, ახლა ვაქცინაციის უფლება აქვთ.

მათ ძირითადად ფაიზერ/ბიოენტეკის ვაქცინას უკეთებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend