მთავარიევროპასაბერძნეთივირტუალური სიმფონიური კონცერტი

ვირტუალური სიმფონიური კონცერტი

საბერძნეთის ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრი მსმენელებს სიახლეს სთავაზობს. თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით ადამიანები კონცერტზე შესრულებულ ნაწარმოებებს სცენიდან უსმენენ.

უნიკალურ გამოცდილებას უზრუნველყოფს ვირტუალური რეალობის მოწყობილობა „ელსონ ვიარი“, რომელიც მომხმარებელს აუდიო-ვიდეო მასალას 360-გრადუსიან ფორმატში აწვდის.


„ვფიქრობ, ადამიანებმა სიმფონიური მუსიკა პირადად უნდა შეიგრძნონ. „ელსონ ვიარი“  სწორედ ამ ალტერნატიული გამოცდილების შექმნას ცდილობს. ჩვენ გვსურს, ეს მოწყობილობა იმ ბერძნულ დაბებში გავაგზავნოთ, რომლებშიც საკონცერტო დარბაზები არ არის. გვინდა, რომ კლასიკური მუსიკა უფრო ხელმისაწვდომი გახდეს“, – განაცხადა ორკესტრის ხელმძღვანელმა დიონისე გრამენოსმა.

პროექტის განხორციელება საბერძნეთის სხვადასხვა კუთხეში იგეგმება. „ელსონ ვიარს“ საგანმანათლებლო დანიშნულებაც აქვს.

უფასო ინტერაქტიული სემინარების საშუალებით სტუდენტებს სიმფონიური მუსიკის შესახებ ინფორმაციის მიღება შეეძლებათ.

„ეს ჩემი პირველი შეხებაა ვირტუალურ რეალობასთან. კონცერტს ამ მოწყობილობის საშუალებით პირველად დავესწარი. თავი ათენის საკონცერტო დარბაზში მეგონა. ძალიან კარგი იყო. ეს გამოცდილება ძალიან სასიამოვნო შთაბეჭდილებას ქმნის, განსაკუთრებით თუ ამჟამინდელ რთულ მდგომარეობას გავითვალისწინებთ“, – ამბობს სტუდენტი მირტო პაპადოპულუ.

მოწყობილობაში 15 კლასიკური კონცერტია ჩატვირთული, მათ შორის ბეთჰოვენის, მენდელსონის, ჩაიკოვსკისა  და შუბერტის ნაწარმოებები. მომავალში „ელსონ ვიარს“ ახალი კონცერტების ჩანაწერებიც დაემატება.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend