მთავარიამბებიმაკა ბოჭორიშვილი: „ევროკავშირს საქართველო სჭირდება"

მაკა ბოჭორიშვილი: „ევროკავშირს საქართველო სჭირდება”

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ბრიუსელში განხორციელებულ ვიზიტთან დაკავშირებით, კოლეგებს ინფორმაცია მიაწოდა.

მისი თქმით, ვიზიტი დატვირთული იყო ორი მნიშვნელოვანი მიმართულებით. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის რანგში შედგა პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ვიზიტი.

მაკა ბოჭორიშვილის ინფორმაციით, თბილისში გამომგზავრებამდე, შეხვედრა გაიმართა  ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან,  ასევე, გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისართან ოლივერ ვარჰეისთან, ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებთან, ევროპარლამენტის წევრებთან და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების დეპუტატებთან, რომლებიც ზედმიწევნით კარგად არიან ინფორმირებული საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ და გულშემატკივრობენ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიხედვით, დღეს ბრიუსელში საქართველოსა და მისი პოლიტიკური სპექტრის მიმართ  დიდი მოლოდინია.

„საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს იმას, რომ პოლიტიკოსებმა პატივი სცენ მათ არჩევანს, პოლიტიკურმა ლიდერებმა შეძლონ უკიდურესად პოლარიზებული გარემოს ჩანაცვლება კონსტრუქციული ტონით და შევძლოთ ჩვენი ქვეყნის ჯანსაღი მომავლისთვის მუშაობა ერთ სივრცეში. შეთანხმება, რომელსაც ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა “სამომავლო გზა საქართველოსთვის” უწოდა, უნდა გახდეს საფუძველი დემოკრატიის უფრო მაღალი ხარისხის მისაღწევად და არა პოლარიზაციის გასაღრმავებლად.  კომპრომისი, რომელიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ხანგრძლივი მუშაობის და უდიდესი ძალისხმევის შედეგად გამოიძებნა იმსახურებს პატივისცემას. კომპრომისი იმიტომ არის კომპრომისი, რომ ის სრულებით სასურველი შესაძლოა არ იყოს რომელიმე მხარისთვის, თუმცა მის საფუძველზე ხელმოწერილი შეთანხმება ყველა მხარის კეთილსინდისიერ მოპყრობას საჭიროებს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. მისი თქმით, ევროკავშირს საქართველო სჭირდება, რომ იყოს კვლავ ლიდერი და შევძლოთ ჩვენი ევროკავშირში ინტეგრაციისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება და ამისთვის საჭირო ინკლუზიური პროცესის წარმართვა პარლამენტში.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც  შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი გახადა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend