მთავარიევროპაიტალიახელოვნება იპოვის მათ, ვინც ყოველდღე საკვებს ყიდულობს

ხელოვნება იპოვის მათ, ვინც ყოველდღე საკვებს ყიდულობს

ნეაპოლის ცენტრში, სუპერმარკეტში, მომხმარებლებისთვის თაროებსა და სასურსათო დახლებს შორის ქანდაკებები და ინსტალაციები იშლება.

მხატვრებს სურთ აჩვენონ, რომ სულიერი საზრდო ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც სხეულის გამოკვება, განსაკუთრებით გლობალური პანდემიის დროს.

თუ ხალხს არ შეუძლია, ხელოვნებით სიამოვნება მუზეუმებში მიიღოს, მაშინ ხელოვნება იპოვის მათ, სადაც ხალხი ყოველდღე მიდის საკვების საყიდლად.

,,ხელოვნების ნიმუში სრულყოფილი მაშინ ხდება როცა მას ვინმე უყურებს. ხელოვნების ნიმუში სწორედ მათთვის იქმნება. მას შემდეგ, რაც მხატვრებმა ვერ შეძლეს თავიანთი ნამუშევრების გამოფენა მუზეუმებსა და სამხატვრო გალერეებში, მოძებნეს გამოსავალი და ეს გადაწყვეტილება მიიღეს“, – განაცხადა გამოფენის ორგანიზატორმა ლუიჯი სოლიტო.

 

,,შერჩეული ხელოვნების ნიმუშები შესანიშნავად ერგება ჩვენს კონტექსტს. სუპერმარკეტი ნამდვილად არ არის სამხატვრო გალერეა, ამიტომ ამ გადაწყვეტილებამ ხალხი გააოცა. ის ადამიანები, რომლებიც ჩვენს მარკეტს სტუმრობენ, სასიამოვნოდ გაკვირვებული არიან ხოლმე“, – ამბობს ალდო კარლატო – სუპერმარკეტის მფლობელი.

სუპერმარკეტში წასვლა და, ამავდროულად, ხელოვნების ნიმუშების ხილვა არაა ჩვეულებრივი ამბავი. ამის მიუხედავად, ეს ნამდვილად სასიამოვნოა, განსაკუთრებით ასეთ მძიმე დროს.

ხუთმა არტისტმა საკუთარი ნამუშევრები სუპერმარკეტში გამოფინა, რათა მოსახლეობას უფრო მეტი კავშირი ჰქონოდა გარემოსთან.

„ჩემს ნახატზე ორსული ქალია გამოსახული. იგი ხელოვნების მნიშვნელობაზეა. მგონია, რომ ხელოვნება ქალს ჰგავს. იგი ერთგვარი გენერატორია – ქმნის სიცოცხლესა და სილამაზეს“, – ამბობს ერთ-ერთი ხელოვანი ქრისტიან ლეპერინო.

„ამ ნამუშევრის საშუალებით, მსურს, ადამიანებმა გაიგონ, რომ მათი მთავარი საზრუნავი სულიერი საზრდოა  და არა მხოლოდ ფიზიკური არსებობა. მუზეუმებისა და სამხატვრო გალერეების დახურვამ ფსიქიკურად და ემოციურად დააზარალა მთელი საზოგადოება“, – ამბობს ხელოვანი ფრანჩესკა მატარაცო დი ლიკოზა.

ხელოვნება ყველას დაგვეხმარება ამ რთული პერიოდის გადალახვაში, თუმცა არა მშიერ ადამიანს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend