მთავარიამბებისააღდგომოდ სასაფლაოსთან მისასვლელი გზები ჩაიკეტება

სააღდგომოდ სასაფლაოსთან მისასვლელი გზები ჩაიკეტება

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერატიული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოზე გასვლა შეიზღუდება და ჩაიკეტება სასაფლაოსთან მისასვლელი გზები.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით “ბრწყინვალე შვიდეულის” კვირაში, განსაკუთრებით ორშაბათს და აღდგომის დღეს, როცა ძირითადად ადამიანები გადიან საფლავებზე, განსაკუთრებულად გაკონტროლდება საფლავებზე გასვლის პროცესი.

დღეს, 26 აპრილს, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ აღდგომის ღამეს “კომენდანტის საათი” 3 საათით შემცირდება.

“ტაძრებში უზრუნველყოფილი იქნება გახმოვანების სისტემა, დაცული იქნება სოციალური დისტანცია და პირბადის მოხმარების წესი. გამონაკლისის სახით, სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მხოლოდ ერთი დღით, 1-ლი მაისის 23:00 საათიდან 2 მაისის 04:00 საათამდე”, — განაცხადა ღიბრაძემ.

გარდა ამისა, 4-12 მაისის პერიოდში, უქმე დღეებში შეიზღუდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend